fbpx

“თითოეული დღე 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე – ოქროს დღეებია” – ინი

ავტორი ჟოლო
497 ნახვა

🌞მივულოცოთ დაბადების დღე – მზეს!🌞

☯️ 21 დეკემბერს,მზებუდობას – დაიწყო ცხოვრების კიდევ ერთი ახალი წრე თითოეული ჩვენთაგანისთვის. 💥
როგორიც არ უნდა იყოს პროგნოზები,ჰოროსკოპები და და ა.შ. – ყველაზე მთავარი მაინც ვართ – ჩ ვ ე ნ! 💥ანუ
თითოეული ჩვენთაგანი – პერსონალურად! 

ვინაიდან და რადგანაც, მიუხედავად იმ უამრავი პოტენციალის ტარებისა, რაც ჩვენში დაბადებისთანავე ჩადო ბუნებამ, ათვისებული და გააზრებული ძალიან მცირე პროცეწნტია ადამიანის მიერ. შესაბამისად:
💗შენ – ხარ ცოცხალი
💗შენ – რაღაც გსურს
💗 შენ – მოქმედებ

⏳ დღეიდან დროის ბორბალი იწყებს ახალი წრის ათვლას და გეკითხებათ – რ ო გ ო რ გსურთ განვლოთ ეს ახალი 2020 წლის წრე?
და ამისათვის სამყარო გვაძლევს ჯადოსნურ პერიოდს, – ჩვენი მიზნების ჩამოსაყალიბებლად და გამოსაკვეთად ✍️

სწორედ ამიტომ უწოდებენ პერიოდს ორ შობას შორის (25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე) – საკრალურს.
თითოეული დღე 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე – ოქროს დღეებია.
თითოეული დღე განსაზღვრავს მომდევნო წლის მნიშვნელოვან ასპექტებს და აუცილებელია ეს დღეები მომავალი წლის პერსპექტივებისთვის – გაატაროთ მაქსიმალურად გააზრებულად.

🌞ამიტომ, ჩემი რჩევაა – თითოეული დღე დავუთმოთ თითო თვეს მომავალი წლისა და მივუძღვნათ ის თემის მიხედვით მიზნებსა და სურვილებს.

☯️ხვალ შეგიძლიათ გამოჰყოთ დრო იმისათის, რომ ჩამოყალიბდეთ და და აკეთოთ მონახაზი – რას ველით დამდეგი წლისგან კონკრეტულად, მიზანმიმართულად და რეალურად?(ეცადეთ, ეს იყოს არა ოცნება ფანტასტიკის სფეროდან, არამედ რეალურად განხორციელებადი სურვილი ან მიზანი, რომლის მიღწევა თქვენი ძალისხმევით და მიზანსწრაფულობით ნამდვილად შესაძლებელი და მიღწევადია.

⚠️ასევე ეს არ უნდა იყოს აბსტრაქტული რამ, როგორც ვთქვათ “მინდა ვიყო ბედნიერი” ან “მინდა ვიყო წარმატებული” … დაწერე, კონკრეტულად რა არის შენთვის ბედნიერება, რა უნდა მოხდეს 2025-ში, რომ შენ თავი ბედნიერად იგრძნო და წლის დასასრულს დეკემბერში, როდესაც გადახედავ განვლილ წელს თქვა, აი, ყველაფერი ის რაც 1 წლის წინ ჩამოვწერე, –  შესრულდა, მივაღწიე და “მე ბედნიერი ვარ”!

ან წარმატების რა საზომი გაქვს, საით მიდიხარ, რას შეგიძლია მიაღწიო ამ ერთი წლის მანძილზე შენი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე?! დაწინაურდე? – რა პოზიცია გსურს დაიკავო და როგორ? წამოიწყო ბიზნესი? – რა მიმართულებით, რა სახსრები გაგაჩნია ამისთვის და როგორი იქნება ის 1 წლის შემდეგ, თუ შენ გადადგამ ამა თუ იმ ნაბიჯებს?

✍️საჭიროა რაც შეიძლება მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა და თან აუცილებლად წერილობითი ფორმით.

🙏🌍გახსოვთ ხომ, “ზეციურ კანცელარიაში” დეტალური წერილის წარდგენა მეტად ზრდის დამაკმაყოფილებელი საპასუხო შედეგის შანსებს. მაშ, არ დავიზაროთ და წარვადგინოთ ჩვენი ნება-სურვილები, მიზნები და გეგმები მაქსიმალურად “დაღეჭილი” ფორმით, ისე რომ კითხვის დასმა და დაკონკრეტება უკვე არ იყოს საჭირო და სამყარო შეუდგეს პირდაპირ განხორციელებას.

🥳პოზიტიურ და პროდუქტიულ ჯადოსნურ დღეებს გისურვებთ!

🤩წინ უკეთესი ცხოვრებისკენ გონივრულად და მიზანმიმართულად!

გსურთ ახალი სასიკეთო ცვლილებები ცხოვრებაში? გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია.

თქვენი ინი 

წყარო: ინი იანი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment