fbpx

21 დეკემბერი – მზებუდობა, წლის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღე

ავტორი დეა თავბერიძე
433 ნახვა

21 დეკემბერი – მზებუდობა, წლის ერთ-ერთი ყველაზე საკრალული დღეა. წლის საუკეთესო დღე და ახალი 20-წლიანი ციკლის დასაწყისი!

ასტროლოგიური მოვლენის უნიკალურობა ისაა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს ერთდროულად თანხვედრაშია სამი ძალიან მნიშვნელოვანი ციკლი:

1) ზამთრის მზებუდობის დღე – ასტროლოგიური ახალი წელი, “ღმერთების დღის” დასაწყისი;

2) იუპიტერისა და სატურნის დიდი შეერთება, რაც ხდება 20 წელიწადში ერთხელ!

3) წლის საუკეთესო დღეა ე.წ. “Zangpo Chudzom” (10 კეთილი მოვლენის დღე ,ტიბეტი).

ასტროლოგიური ციკლების ეს დამთხვევა ძალზე იშვიათია. ბოლოს ეს მოხდა ჩვ.წ.აღ-მდე(ანუ 2000 წელზე მეტი ხნის წინ)!

ჩვენ კი ძალიან იღბლიანები ვართ მეგობრებო ვინაიდან ვხდებით მომსწრენი ისეთი უნიკალური ასტრონომიული მოვლენისა.

ეს ბუნებაში ექსტრემალური დისბალანსის წლის ორი ათვლის წერტილიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

შესაბამისად, მაქსიმალური ინი ასრულებს ბატონობას.

ძალიან ნორჩი იანი სინათლისკენ გაიკვლევს გზას და იმ წუთიდან შეუპოვრად იწყებს ინის პოზიციის დაკავებას.

დიახ, სწორედ ხვალ იანი იქორწინებს ინზე იწყება ახალი ერა, იცვლება მმართველი სტიქია და სამყარო ახალი თამაშის წესებზე გადადის.

მერწყულის ერა, რომელზეც უკვე ამდენი ხანია საუბარი გვესმის სწორედ 2020 წლის 21 დეკემბერს დადგება, წარმოგიდგენიათ?

და თუ გავითვალისწინებთ ტიბეტურ ასტროლოგიას, როგორც უკვე მოგახსენეთ, ასეთი ძლიერი ასტროლოგიური ციკლების თანხვედრა ბოლოს 2000 წელზე მეტი ხნის წინ იყო.

ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია ხვალ და მომდევნო 11 დღის მანძილზე:

წუწუნი და უკმაყოფილების გამოთქმა

არაკეთილსინდისიერი საქციელები,

ტყუილი და ნებისმიერი ნეგატიური ქმედებები

რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, მეტი სიკეთე, მეტი მადლიერება დააფიქსირეთ ამ ჯადოსნურ დღეებში – ყველაფერი გაათმაგებულად დაგიბრუნდებათ მომდევნო წლების მანძილზე!

ყველა ის ადამიანი, ვინც სერიოზულად იყენებს ჩინურ ცხოვრებისეულ მეცნიერებებს, ამ გარდამტეხ მომენტს მედიტაციაში ატარებს!

თქვენც შეგიძლიათ თუ სურვილი გაქვთამ მომენტის დადგომამდე ნახევარი საათით ადრე, დაამშვიდეთ თქვენი აზრები და იფიქრე მომავალზე, ისეთზე როგორიც გსურს.

14:04 წუთზე მთელი გაცნობიერებული სამყარო სიმშვიდით და მედტაციით ხვდება ამ მოვლენას!

მიმართულება – ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ზურგით

წარმოიდგინეთ, როგორ შედიხართ სინათლის ნაკადში

შეუერთდით ამ ნაკადს

გაიჟღინთეთ სინათლით

გახდით სინათლე

დაგეგმეთ დიადი საქმეები მრავალი ადამიანის სასარგებლოდ

გილოცავთ! ამ წუთიდან ბნელი ძალები იწყებენ პოზიციების დათმობას.

სიკეთით სავსე ახალი ერის დღეები გვქონოდეს, მეგობრებო!

გილოცავთ

წყარო: ინი იანი

 

მსგავსი სტატიები