fbpx

“ამ დღეების ძალა კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და შეგნებულად იყენებდენ მათ” …

ავტორი ჟოლო
4.4K ნახვა

☀️20,21,22 დეკემბერი – ზამთრის მზებუდობის დღეებია. ეს ის მომენტია,როდესაც ბუნებაში ხდება ენერგიების გარდატეხა და ცვლა.☯️ინურს ჩაანაცვლებს იანური…

22 დეკემბრის ღამეს კი “წლის შუაღამესაც” უწოდებენ!

🌍მსურს რამდეიმე რჩევა მოგცეთ ამ დღეების სწორად გატარება-დაგეგმვისათვის.

რაც მთავარია – ვართ მშვიდად, გაწონასწორებულად.არსად და არაფერში ვჩქარობთ და არაფერს მნიშვნელოვანს ამ დღეებში არ ვგეგმავთ.⚠️

🤩ეს ჯადოსნური დღეებია,როდესაც იხსნება ზეციური კარიბჭე და დედამიწისკენ მოედინება განსაკუთრებული ენერგო ნაკადი, რომელიც ააქტიურებს მთელი მომდევნო წლიური ციკლის პროგრამას.

ეს სწორედ ის დროა, როდესაც შეგვიძლია გავავლოთ ხაზი წარსულსა და მომავალს შორის.

ჩავიფიქროთ სურვილები,

დავსახოთ მიზნები ახალი ცხოვრებისა და სწორედ ამ პერიოდში უკვე დავთესოთ ამ საოცნებო მომავლის პირველი მარცვლები.

🌱შევცვალოთ ის, რაც შესაცვლელია – გავაუმჯობესოთ ან საერთოდ გავთავისუფლდეთ იმისგან,რაც ხელს გვიშლის ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

🧚‍♀️ანუ ეს ის დღეებია, როდესაც რეალურად გვეძლევა შანსი, ისევე როგორც მზე გადადის იანურ, ნათელ მდგომარეობაში და იწყებს ახალ ციკლს, ჩვენც შეცვალოთ ჩვენი ხედვები, ქმედებები და ამის შედეგად შესაბამისად ცხოვრებაც.

თითქოს მთელი სამყარო დუნდება და ჩუმდება ამ 3 დღის განმავლობაში, რათა ადამიანს მისცეს შანსი შექმნას ახალი თავის ცხოვრებაში.

🤓ამ დღეების ძალა კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და შეგნებულად იყენებდენ მათ.

🎎უძველესი ჩინელები ამ ჯადოსნურ დღეებს 5 დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ.

იმპერატორი მის დიდებულ ტაძარში იწვევდა საუკეთესო ასტროლოგებს,”დროისწამკითხველებს”,წინასწარმეტყველებს და აძლევდა დავალებებს გადაეხედათ, დაეგეგმათ, კორექტივები შეეტანათ მთელი მომდევნო წლის მოვლენებსა თუ სტრატეგიებზე.

🏮მთელ ამ უნიკალურ ბუნებრივ პროცესში ნამდვილად არის რაღაც ჯადოსნური, დამეთანხმეთ!

და ამ ღამის ცა – დასტურია ამ ჯადოსნური პერიოდის დაწყებისა?!

სასურველია 19-25 დეკემბრის შუალედში მოასწროთ ეს 3 რამ:

✔️1. წმენდა – სახლის ,სამუშაო ადგილის, სხეულის, გარემოცვის, აზრებისა და ფიქრების..

✔️2. გააკეთეთ დასკვნები – გადაავლეთ თვალი მთელ განვლილ წელს – რა მოგცათ და რა გასწავლათ მან?

✔️3. შექმენით ახალი – გამოიყენეთ მზებუდობის შემდგომი 3 დღე ახალი წლის მიზნებისა და სურვილების კონკრეტული ჩამონათვალისა და გეგმების გამოსაკვეთად ანუ ბრძანების გასაცემად 📷

☯️ხოლო რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია,  – არ დაგვავიწყდეს მადლიერება გამოვხატოთ სამყაროსადმი🙏🙏🙏  იმ ადამიანებისთვის ვინც გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, იმ ინფორმაციისთვის, რომელიც საჭირო მომენტში იქნა მოწოდებული, ყველა იმ აზრისა და იდეისთვის,რომლის გაცნობიერებამ გაგვხადა უფრო კეთილნი, უფრო მიმტევებელნი და ადამიანურნი!

☀️და ბოლოს,მზებუდიბისას მთავარი სტიქიაა – ცეცხლი. დაანთეთ სანთლები ყოველთვის, როცა გააზრებულად იმუშავებთ საკუთარ თავზე🕯🕯🕯🕯🕯🕯

🙏🥰მადლიერება ჯადოსნური გასაღებია სამყაროსეული სიკეთისა და სიუხვისა, გახსოვდეთ ეს!

ბევრ სიკეთეს გისურვებთ,თქვენი ინი!

წყარო: ინი იანი

🏮 გაეცანით ასევე საინტერესო სტატიას როგორ ავისრულოთ ნატვრა“?!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment