fbpx

“სწორი პასუხები თითოეულ ჩვენგანშია, უბრალოდ, მის მისაღებად მიმართულებაა საჭირო”…

ავტორი დეა თავბერიძე
1.5K ნახვა

რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგებს?

ნინა გაბრიჭიძე, ქოუჩი:

ჩემს ცხოვრებაში ფერები შემოვიდა და სამყარო გაფერადდა. „ზრდისფაქტორის“ პირველივე კვირას რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი … დღეები გადახალისდა, სხვანაირად თენდებოდა… და დაიწყო ჩემში ძალიან დიდი გარდატეხა, ძალიან დიდი ცვლილება, შემობრუნება…

ჩემი სახლის წინ თურმე არაჩვეულებრივი, ულამაზესი ხე იდგა, ესეც მერე აღვიქვი. მანამდე ვერ ვხედავდი. იმდენად ვიყავი მოცული ჩემი შინაგანი მდგომარეობით, დამძიმებული ფიქრებით, რომ ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევდი.

– რამ მოიტანა ეს მდგომარეობა, ეს შედეგები? რა იყო ის, რასაც ადრე არ აკეთებდით?

– პირველ რიგში, მადლიერებამ, მადლიერების გრძნობა ყოველთვის მქონდა და მადლობასაც ვიხდიდი, მაგრამ ასე სიღრმისეულად არ მქონდა გააზრებული. უფალსა და სამყაროს მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ცოცხალი ხარ და არსებობ – ეს უცხო იყო ჩემთვის. მადლიერების შეგრძნება ალბათ 1000%-ით გაიზარდა, 100-ით კი არა. თვალის დახუჭვა, გახელა, აბსოლუტურად ყველაფერი მადლიერებას უკავშირდებოდა და ასე გრძელდება დღესაც.

შეიცვალა ჩემი განწყობა, ხასიათი, მიდგომა… სხვადასხვა ტექნიკისა და სავარჯიშოს დახმარებით მეტი პოზიტივი შემოვიდა ჩემში – ხალისი, სინათლე, ღიმილი. მახსოვს, როცა ქალბატონ თამარ კვარაცხელიას, (რომელიც შემდეგ ჩემი ქოუჩი გახდა, ) პირველად გავესაუბრე და გატანჯული სახით ვიჯექი, თამარმა თქვა, – მე შენს სახეზე ღიმილი უნდა დავაბრუნოო… იმ წამს არ მიმიქცევია ყურადღება, მერე კი ერთ-ერთ ზრდისფაქტორზეიმდენად აფეთქდა ჩემში ღიმილი, სიცილი, პოზიტივი, რომ თამარს ვთხოვე, – იქნებ, ცოტა დამაწევინოთ ეს თამასა, სერიოზულობაში რომ გადავიდე-მეთქი. რას ამბობ, ის მოვახერხეთ, რომ შენში ეს ფოიერვერკი აფეთქდა და ამას როგორ დავწევთო, – მითხრა… წელიწად-ნახევარი გავიდა იმ პირველი დღიდან და ამ ხნის განმავლობაში უდიდესი ცვლილებები მოხდა ჩემში.

მიმალულმა ნიჭმაც შემახსენა თავი. გამახსენდა, რომ ქარგვა და ქსოვა ძალიან მიყვარდა, ხატვის სურვილიც გამიჩნდა და სპეციალური კურსიც გავიარე, რომ მოყვარულის დონეზე მეხატა. ძალიან მომწონს ხატვის პროცესი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს მეტი სერიოზულობით მოვეკიდო ხატვას და პროფესიონალი მხატვარი გავხდე. ასევე, მომინდა, კიდევ ერთ ენას დავეუფლო. რუსულსა და იტალიურს კარგად ვფლობ და ინგლისურის შესწავლა დავიწყე.

– ბოლოს კი ქოუჩინგის სკოლითაც დაინტერესდით…

– მართალი გითხრათ, ადრე ახალ პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია, ამისთვის ძალიან დიდი მეგონა თავი. მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ. გადავწყვიტე, საფუძვლიანად შევისწავლო ქოუჩობა. დავამთავრე “Evolution couching-ის“ სკოლა და ახლა ვცდილობ, თავად შევცვალო სხვების ცხოვრება ისე, როგორც ერთ დროს ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

ქოუჩსესიების პროცესი და ამის შედეგად ადამიანების გარდასახვა მაბედნიერებს.

ხედავ, როგორ იხსნება ადამიანი შენთან, ნდობას გიცხადებს, ყველა დეტალი მოაქვს შენამდე, რომ მერე შენგან ზუსტად ის წაიღოს, რაც სწორ პასუხს მიაღებინებს და გამოსავალს აპოვნინებს.  

სწორი პასუხები თითოეულ ჩვენგანშია, უბრალოდ, მის მისაღებად მიმართულებაა საჭირო. სიამაყესა და დიდ სიხარულს განვიცდი, როცა გავიფიქრებ, რომ ის მიმართულება და ბიძგი მე ვიყავი; რომ ეს გაცნობიერება ჩემი ჩარევის შედეგად მოხდა… რომ ამან გააბედნიერა.

ხანდახან გავიფიქრებ კიდეც – ეს ყველაფერი რა დიდი მადლია-თქო…

მინდა ბევრს გადაედოს ეა მადლი და დადებითი მუხტი, მინდა რომ გავბევრდეთ…

‼️‼️‼️#ზრდისფაქტორი

მონაწილეობის მისაღებად გაიარე რეგისტრაცია http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment