fbpx

თუ ფიქრობთ, რომ იყოთ ლიდერი, ადამიანებისთვის შთაგონების და მოტივაციის მიმცემი, მაშინ ეს სტატია თქვენთვის სასარგებლოა

ავტორი ჟოლო
400 ნახვა

საზოგადოებას ყოველთვის სჭირდება წინამძღოლები, კონკრეტული მიმართულება, შთაგონება, მოტივაცია, აზრიანი და ჭკვიანური ორიენტაციის მიმცემი პიროვნებები… ჩვენ გვჭირდება ლიდერები! რა თვისებებია საჭირო ბრწყინვალე ლიდერობისთვის, ან რა არის თანამედროვე ლიდერების უმთავრესი გამოწვევები და საერთოდ რატომ ან რისთვის არის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანი? ჩემი დაკვირვებით, ლიდერობა მოითხოვს ხედვისა და მიზნების ჩამოყალიბებას, ეთიკურ ქცევას, ცნობისმოყვარეობას, დაუოკებელი ჟინის ქონას, იუმორის გრძნობას, ულევ პოზიტიურ ენერგიასა და კომუნიკაციის კარგი უნარების ქონას. ვფიქრობ, რომ ლიდერობა არის პასუხისმგებლობა და არა ძალაუფლება, პრესტიჟი ან რაიმე მაღალი წოდება თუ პოზიცია. ის მხოლოდ გულისხმობს არა რა უნდა გააკეთო, არამედ ვინ უნდა იყო!!!. ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდები წარმატებულ ადამიანებს და ვამჩნევ , რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ლიდერი იყოს ნამდვილი, ანუ ყოველთვის იყოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიმღები. ამასთან ჩვენ ვხედავთ,რომ ზუსტად ამ სინამდვილისკენ მისწრაფების სურვილი არის ძალიან პოპულარული თანამედროვე მსოფლიოში.

დავინახე, რომ ამ ადამიანებს აქვთ სწორედ ისეთი თვისებები, რომელიც აუცილებელია ჰქონდეს ნებისმიერ ლიდერს.

ისინი არიან ადამიანური ურთიერთობის და კომუნიკაციის ნამდვილი ვირტუოზები. მათ შეუძლიათ მესიჯის მკაფიოდ გადაცემა პიროვნებებისა და გუნდისთვის. მათ მსგავსად, ლიდერი უნდა იყოს პირდაპირი, გაბედული, მკაფიო და უშიშარი.

მათ თითქმის ყოველთვის შეუძლიათ ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარის, საკუთარი ეგოსა და ეთიკის ნორმების, სწორი მართვა.

ჩემი აზრით, ეს არის ლიდერის ერთ-ერთი საკვანძოდ მნიშვნელოვანი თვისება და ესაა საკუთარი მიმდევრების გაერთიანების უნარი საერთო მიზნის ქვეშ. მათ შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა ფართო საზოგადოების წევრებისთვის, რომლებსაც ყოველთვის აქვთ მიდრეკილება დაწევრიანებისა და დაშლისკენ.

ვაკვირდები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ლიდერს უნდა შეეძლოს გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრი და სწორედ ასე მოქმედებენ ნამდვილი ლიდერები. – მათ იციან, რომ მთავარი აქცენტის მხოლოდ მოკლევადიან მიზნებზე გაკეთება ხელს უშლის დასახული მიზნის კარგად შესრულებას.

ჩემი აზრით, საზოგადოებას სჭირდება არა სუპერ ვარსკვლავები, არამედ სწორედ ასეთი პიროვნებები, რომლებიც ფასეულობას ქმნიან თავიანთი ქმედებებით. ახალგაზრდებს, მათ ვინც ახლა იწყებს კარიერას, ან მათ ვინც უბრალოდ დაინტერესებულია პიროვნული და კარიერული განვითარებით, აუცილებლად სჭირდება პირადად იცნობდეს მინიმუმ ერთ ბრწყინვალე ლიდერს მაინც, რადგან მათ ძალიან კარგი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენზე.  ჩემს შემთხვევაში ტრენინგებზე სიარული ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ვფიქრობ და ღრმად მჯერა, რომ საუკეთესო ლიდერები ძალიან დიდ შრომას და ძალისხმევას დებენ იმაში, რასაც აკეთებენ და არასდროს ავიწყდებათ, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს. ასეთი ადამიანები ჩემთვის ყოველთვის მისაბაძია და მათთან ურთიერთობა ჩემთვის ერთგვარი სასიამოვნო გამოცდილებაა.

მარიამ შარიქაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment