”ყოველთვის იბრძოლეთ თქვენი მიზნების მისაღწევად და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას”
რა არის წარმატება და როგორ გავხდეთ წარმატებულები?
წარმატება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა მნიშვნელობის შეიძლება იყოს. თითოეული ჩვენთაგანი წარმატებას შეიძლება განსხვავებულად აღიქვამდეს და ეს სრულიად ლოგიკურია.
ხშირად როდესაც თქვენ წარმატებას აღწევთ გგონიათ, რომ სამყარო თქვენსკენ არის ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირიქით – თქვენს წინააღმდეგ. ეს მოსაზრება ვფიქრობ არასწორია, რადგან ნებისმიერი თქვენი ქმედება თუ მიღებული შედეგი მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებელია, პირველ რიგში დასახოთ გეგმა და მიჰყვეთ მას. განხორცილების პროცესში კი აუცილებლად შეადგინეთ დღის განრიგი, რათა უკეთესი შედეგი მიიღოთ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ შესაძლებელია მიღწეული წარმატება წამში გაქრეს მაგრამ, ყოველთვის უნდა იპოვოთ ძალა საკუთარ თავში, რათა წამოდგეთ და განაგრძოთ დასახული მიზნისკენ სვლა.
არ დაკარგოთ თავდაჯერებულობა და არ შეგეშინდეთ უარყოფითი შედეგების.
კონკურენცია თქვენთვის უნდა იყოს ერთგვარი მოტივაცია, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენ განვითარდეთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარმატებაზე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი ჭეშმარიტება, ყველაზე უმნიშვნელო საქმეშიც კი მთელი გონება, ცოდნა და გამოცდილება ჩავაქსოვოთ…
1. თუ გსურთ წარმატების მიღწევა არ შეუშინდეთ სიახლეებს…
2. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი თქვენი ქმედება და მისგან მიღებული შედეგი მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული…
3. იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას პირველ რიგში აუცილებელია გქონდეთ მიზნები და დაისახოთ გეგმა მათი განხორციელებისთვის…
4. გახსოვდეთ, რომ თქვენ წარმატებას განაპირობებს თქვენი არჩევანი…
5. როდესაც თქვენ ზუსტად იცით რა გსურთ, დაბრკოლებების მიუხედავად ვერავინ შეძლებს თქვენს შეჩერებას…
6. თუ გსურთ მიაღწიოთ უფრო დიდ წარმატებას, არასდროს დაკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით რაც გაქვთ, ყოველთვის იბრძოლეთ ახლის შექმნისთვის…
7. ყოველთვის აკონტროლეთ საკუთარი თავი…
8. იყავით თავდაჯერებული…
9. არ შეგეშინდეთ უარყოფითი შედეგების და კონკურენციის…
10. დაისახეთ ზუსტი და რეალური მიზნები…
ნოდარ თათვიძე
წყარო: https://nodartatvidze.com