თქვენს წინაშეა ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რაც იწვევს ძალის წართმევას და დადებითი ენერგიის შემოდინებას
ჩვენ ვკარგავთ ძალებს, როდესაც:
• ვამბობთ „დიახ“-ს , თუმცა, რეალურად, „არა“-ს თქმა გვინდა.
• ვიღიმით ტირილის ნაცვლად.
• არ ვისვენებთ.
• საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ ცოტაც მოვითმინოთ, ნაცვლად იმისა, რომ გავაცნობიეროთ რა ნათელი მიზნისთვის ვითმენთ ამ ყველაფერს.
• ვართ განაწყენებული, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს ვთხოვოთ ის, რაც გვჭირდება.
• ვკავდებით იმ საქმით, რომელიც არ გვიყვარს.
• ადამიანი არ არის დაინტერესებული ჩვენით და ჩვენ მაინც ვეკონტაკტებით.
• ადამიანები, ვინც თქვენს გვერდით ყველაზე მეტ დროს ატარებენ, ძირითადად, უარყოფითზე საუბრობენ.
• ვისმენთ ჭორებს.
• ბევრს და ემოციურად ვსაუბრობთ, თუ როგორ ცხოვრობენ სხვები.
• ვჩხუბობთ.
• ველოდებით გარემოებას, რომელიც შეცვლის ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.
• ვლანძღავთ საკუთარ თავს, განვიხილავთ უღირსად, ვთვლით წარუმატებლად და არაკომპეტენტურად.
ჩვენ ვიღებთ ძალას მაშინ როდესაც:
• ვკავდებით საყვარელი საქმით.
• ვიცნობთ ახალ ადამიანებს.
• შევიძენთ ახალ ცოდნას.
• ვმოგზაურობთ.
• გადავლახავთ შიშებს.
• მოვიძიებთ რაღაც ახალს (გონივრულს რა თქმა უნდა).
• სეირნობისას.
• ფლირტისას.
• როდესაც ხელოვნებით ვკავდებით.
• ვეკონტაქტებით სასიამოვნო აურის მქონე ადამიანებს.
• ვეკონტაკტებით მათ, ვისაც ჩვენი ჯერა და გვენდობა.
• ვკავდებით ფიზიკური ვარჯიშით (ფიტნესი, ცურვა, ცეკვა და ა.შ..).
• ვათავისუფლებთ ფიზიკურ სივრცეს (გაიხსენეთ, რა სხვანაირად გრძნობთ ახალ გარემონტებულ ოთახში თავს).
• ვათავისუფლებთ ემოცირ სივრცეს (გაიხსენეთ, რა ბედნიერებას გგვრით იმის შეგრძნება, რომ თქვენ აპატიეთ და გამოემშვიდობეთ ადამიანს).
• თქვით „არა!“, როდესაც რაიმეს გაკეთება არ გსურთ და თქვით „დიახ!“, როდესაც ამის თქმა გსურთ.
• ვაკეთებთ იმას, რისი კეთებაც გვინდა და გვსიამოვნებს.
წყარო: http://geoastro.ge/