fbpx

„თუკი ვინმე ამ გზაზე დგახართ, საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ“!!!

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

ადამიანს შეუძლია მიზანდასახულობით და შეუპოვრობით, ამ ქვეყნიერებაზე არსებულ ყველა სიმაღლეებს მიაღწიოს!
ჩააბაროს მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტებში, მიიღოს განათლება, დააგროვოს უამრავი სხვადასხვა ფერის დიპლომი და სერთიფიკატი, იმუშაოს საუკეთესო სამსახურებში ასტრონომიული ანაზღაურებით, გადაიკითხოს უამრავი წიგნი …

მაგრამ…

აუცილებლად დაუდგება ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც რაღაც არ დააკმაყოფილებს, არადა უფრო ზემოთ, უფრო მაღლა, რაც ამ ქვეყანად მოსაპოვებელი დარჩა, არ არსებობს.
მან ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და არ შეეძლო…

მაშინ რა ხდება:
შინაგანად რატომ არ მშვიდდება?

აი, ეს ის მომენტია, როდესაც თვალებს მაღლა ასწევ და უამრავ, უპასუხო კითხვას დასვამ:
– ვინ ვარ? საერთოდ, რა მინდა? როდისღა დავმშვიდდები…

აქ შეიძლება ახალ ილუზიებს აჰყვე ან …

ან დაიწყება ყველაზე საინტერესო მოგზაურობა, რომელსაც ვერსად წაიკითხავ,
ვერსად ნახავ,
ვერანაირად განიცდი…
ეს არის, საკუთარი თავში მოგზაურობა,
ეს არის, ხეტიალი შენს შინაგან სამყაროში!

რაც მეტად იძირები, მეტად საინტერესო და წარმტაცი ხდება ეს პროცესი და ხვდები, აქამდე არც არაფერი გცოდნია…
რომ ჭეშმარიტი ცოდნა მოდის თვითგანვითარებით, საკუთარი თავის შეცნობით და გრძნობ:
ყველაზე საინტერესო წიგნი ხარ შენ,
ყველაზე საინტერესო სანახავია შენი შინაგანი სამყარო და ყველაზე სიტყვით უთქმელ გრძნობებს ეზიარები აქ!

მაგრამ თავიდან…
მაგრამ თავიდან, უნდა მოიარო მთელი მსოფლიო, დაინახო, შეიგრძნო… ეძებო…
რომ მერე ….
მიადგე იმ უმთავრეს კარს, რომელსაც შეაღებ (ან არც შეაღებ)…

და გაუყვები გზას (ან ვერ/არ გაუყვები)..

თუ კი ვინმე ამ გზაზე დგახართ, საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ!!!

სიყვარულით თამარ კვარაცხელია
https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment