ადამიანი წლები მანძილზე ჯურღმულში ჰყავდათ გამომწყდეული და როცა სინათლე დაინახა დაბრმავდა.
პატიმარს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ქონდა მისჯილი, მოულოდნელად გაათავისუფლეს, სიხარულისგან შოკში ჩავარდა და არაადეკვატური გახდა.
მონას თავისუფლება მისცეს, ბედნიერი ცხოვრება აჩვენეს, ვერ აიტანა და გაგიჟდა.
ღვთისგან ბოძებულს ვერ შეირგებ თუ გონიერი არ ხარ.
ყველაზე დიდი დამნაშავეა ადამიანი, რომელიც ყველასთან მართალია.
აღიარო დანაშაული, ეს იმას ნისნავს, შენში პატივმოყვარეობა და ამპარტავნება დაამარცხე.
დამღუპველია, როცა ადამიანი შეცდომების დაშვების დროს ეძებს მსმენელს, რომელიც მისი თანამოაზრეა.
დიდიხნის მშიერი ადამიანიანისთვის საშიშია ბევრი საჭმელი მიართვა.
სხვის ჯიბრზე ბედნიერება უბედურების მომტანია.
,,როგორც ყველაფრის ჭამა, ისე ყველაფრის თქმა არ შეიძლება”
ადამიანს, რომელსაც ყველა ბოროტი, შურიანი და მტერი გონია, ან თავად არის გაბოროტებული, ან ფსიქიკა აქვს დარღვეული.
ეძებე საკუთარ თავში შეცდომები და დაუსვი კითხვები, პასუხებიდან მიხვდები რა მდგომარეობაში ხარ. თუ გამოსავალს ვერ იპოვი, აქ მეგობრების და ახლობლების რჩევა უძლურია. უარესი რომ არ დაგემართოს უნდა მიმართო ან ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს.
ვის, ან რატომ უნდა შურდეს შენი?
რა გაქვს შესაშური, რით ხარ ასე გამორჩეული ან რას ფლობ ისეთს რაც სხვას არ აქვს?
ვინ გებრძვის, ან რატომ გებრძვის?
რას აკეთებს ისეთს, რომ უნდა გებძოლონ და წაგართვან?
რა გაქვს განსაკუთრებული ისეთი, რაც სხვას არ აქვს?
… და ბოლოს, განდიდების მანია. პირველი ხარ, შეუდარებელი, განსაკუთრებული, გამორჩეული, ყველაზე მართალი, ყველაზე ჭკვიანი და ამაღლებული.
არ ინერვიულო, გარდაუვალია და სამომავლოდ საჭორო. თუ პატივმოყვარეობით ხარ შეპყრობილი აუცილებლად უნდა დაეცე რომ წამოდგე, ამის შემდეგ უპირობოთ უნდა ისწავლო და დააფასო თავმდაბლობა.
იყავი მოწყალე საკუთარი თავის მიმართ.
ზომიერად შეიცოდე და შეიყვარე საკუთარი თავი.
მიეცი სულს თავისუფლება, ნუ იტანჯები, ნუ ეწამები და ნუ იბრძვი ბედნიერებისთვის.
ბედნიერება თავისით მოდის, თუ მზად ხარ მიიღო და შეირგო.
ბედნიერება არც მოუთმენლობას, არც ინტერესს, არც ეჭვს და არც აგრესიას არ მოაქვს.
ბედნიერება ჩვენშია, მხოლოდ დანახვა და შერგება უნდა შეგვეძლოს.
უნდა დაკარგო თავი, რომ თავიდან იპოვო, ოღონდ სწორად უნდა იპოვო.
გიორგი ჯაჯანიძე