fbpx

რა ემართება ორგანიზმს, როცა საყვარელ ადამიანს შორდებით?

ავტორი ჟოლო
4.3K ნახვა

ზოგიერთი ადამიანი პარტნიორთან დაშორების გამო ძლიერ ემოციურ სტრესს იღებს.

ამის გამო ზარალდება იმუნური სისტემა. პირადი ურთიერთობის გაფუჭების გამო ადამიანი თავს მარტო გრძნობს და ეს შეგრძნება მაშინაც კი ვლინდება თუ პარტნიორს თქვენი ინიციატივით დაშორდით.

ნაშრომზე მუშაობდნენ ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები.

რასაკვირველია, დროთა განმავლობაში განშორებით გამოწვეული იარა შუშდება. იმუნური სისტემის უჯრედი შეიცავს რეცეპტორებს, რომლებიც ჰორმონებთან და მათ შორის სტრესის, განსხვავებულად რეაგირებენ. გაითვალისწინეთ, როცა სტრესის ჰორმონების დონე რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში იზრდება, შეიძლება გამოვლინდეს ანთება, შეიცვალოს ნაწლავის მიკროფლორა. დიახ, დიდ გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური სტრესი. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ თუ ადამიანი ურთიერთობის დასრულებით ბედნიერია და დეპრესიის ნაცვლად შვებას გრძნობს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დაშორება იმუნურ სისტემაზე უარყოფითად აისახოს.

იმისთვის, რომ დაშორებისგან გამოწვეულ დისკომფორტს მარტივად და მცირე დროში დაემშვიდობოთ სასურველია, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და სოციალურად მაქსიმალურად აქტიური გახდეთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.

www.kirurgia.ge

წყარო: ingabless.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment