მაშინ, როდესაც ცოლთან 7 წლიანი ცხოვრების შემდეგ ურთიერთობაში კრიზისი დაგვეწყო, მომეწონა ერთი გოგო, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი და ჩემს ცოლზე ბევრად უფრო მიმზიდველი და შინაგანად ნათელი იყო, მას არ ჩამოსტიროდა სახე ყოველდღიური ყოფითი საკითხებისგან.
აქედან გამომდინარე დიდი სურვილი გამიჩნდა მასთანაც გამება რომანი, მაგრამ როდესაც წარმოვიდგინე, რომ ამას მოყვებოდა: პაემნები, სეირნობა, მისი მოხიბვლის მცდელობა, სიურპრიზების გაკეთება და ამ ყველაფრის მოწყობა მომიწევდა ცოლისგან და ხალხისგან ფარულად.
რაღაც მომენტში დავფიქრდი: რისთვის მჭირდება ეს ყველაფერი?
რა მოხდება თუ ამ ყველაფერს ცოლის მიმართ გამოვავლენ? მასთან ერთად წავალ კინოში, პაემნებზე, მას გავუკეთებ სიურპრიზებს და შევეცდები ვასიამოვნო.
როგორც კი ამ ყველაფრის კეთება დავიწყე შედეგმა არ დააყოვნა, მისი სახე ისევ ძველებურად გაბრწყინდა, მე ისევ დავინახე მასში ის ლამაზი გოგონა, რომელმაც ერთ დროს თავბრუ დამახვია. დღეს უკვე მრცხვენია იმ აზრების და სურვილების, რომელიც მაშინ გამიჩნდა, მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადე ეს ყველაფერი და მივედი ერთ უტყუარ დასკვნამდე: ქალი-ეს არის კაცის ანარეკლი, როგორც ეპყრობი მას, ისეთი ხდება ის. ეს არის მთელი საიდუმლო….