fbpx

“არადა სულ სხვა რამეშია წონასწორობა ამ ცხოვრებაში… სულ სხვა რამ ათენებს დილას, სულ სხვა რამ ქარგავს დაისს”

ავტორი ჟოლო
668 ნახვა
0 კომენტარი
3

ზოგჯერ მგონია არაფერი ხდება ამ სამყაროში უანგაროდ… ღიმილიც კი იყიდება, ისე როგორც იის კონები გაზაფხულზე…

ვიღაცა ყიდის, ვიღაც ყიდულობს…

ვიღაც სიკეთეს აკეთებს, მერე კი კართან ელოდება…

ვიღაცას უყვარს და სურს, რომ ისიც უყვარდეთ.

ვიღაცა პატიობს მხოლოდ იმისთვის, რომ მას ეპატიოს…

თითქოს ეს არის ბალანსი ამ სამყაროში…

არადა სულ სხვა რამეშია წონასწორობა ამ ცხოვრებაში… სულ სხვა რამ ათენებს დილას, სულ სხვა რამ ქარგავს დაისს… ეს სიყვარულია… მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული… უპირობო, უმიზეზო, არაფრის გამო, რომ გიყვარს… სამაგიეროს, რომ არ ელოდები და არ ახუნებ შენი მოლოდინით არც ღიმილს, არც სიტყვას, არც მზერას, არც მოფერებას….უბრალოდ გიყვარს… ისე, როგორც გვირილებს უყვართ, მაშინაც კი როცა ძარცვავენ…

ნატო ქადარია

0 კომენტარი
3

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი