„ძვირფასო ალბერტ,
გუშინ შენი წერილი მივიღე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. უკვე ვშიშობდი, რომ აღარასდროს მომწერდი. როდესაც ციურიხში ვიყავი, მითხარი, რომ შენთვის ეს უხერხულია. ამიტომ ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ მოვძებნით სხვა ადგილს, სადაც ჩვენი ერთად ყოფნის კომფორტს არავინ დაგვირღვევს. ძალიან მინდა წელიწადში ერთი თვე ერთად გავატაროთ, რადგან ნახო, რომ გყავს მამა, რომელსაც ძალიან უყვარხარ. შენ შეგიძლია ბევრი კარგი რამ ისწავლო ჩემგან, რისი შემოთავაზებაც სხვებს ასე მარტივად არ შეუძლიათ. ის, რასაც დაძაბული შრომის შედეგად მივაღწიე სასარგებლო იქნება არა მხოლოდ უცხოებისთვის, არამედ ჩემი ბიჭებისთვისაც. ამ დღეებში დავასრულე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ამბავზე მუშაობა, რომლის შესახებაც აუცილებლად მოგითხრობ, როცა გაიზრდები.
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს პიანინოზე დაკვრა. ეს და სადურგლო საქმე ყველაზე შესაფერისად მიმაჩნია შენი ასაკისთვის, უკეთესად ვიდრე სკოლაა. რადგან ეს ისაა, რაც შენნაირ ახალგაზრდას ყველაზე მეტად უხდება. განსაკუთრებით პიანინოზე იმ ნაწარმოებების დაკვრა, რომლებიც მოგწონს. ეს საუკეთესო გზაა ისწავლო ყველაფერი, რადგან როცა აკეთებ შენთვის საყვარელ საქმეს, დრო შეუმჩნევლად გადის. მე ზოგჯერ ისე გართული ვარ საკუთარ საქმეში სადილობაც კი მავიწყდება…
გკოცნი, მამა.“
ეს წერილი ცნობილმა ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა 1915 წელს 11 წლის ვაჟს, ჰანს ალბერტს მისწერა. ეს იყო ერთი წლით ადრე ვიდრე ის დაწერდა ცნობილ ფარდობითობის თეორიას.