გრძელდება სიცილში გამოწვევა. ამჯერად სიცილის მსოფლიო ლიდერმა და თბილისში „სიცილისა და პოზიტივის კარნავალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მაგნო შავდიამ ინდოელ მეგობრებთან ერთად სიცილში ყველაზე პოზიტიური და „უდარდელი“ შოუმენი გია ჯაჯანიძე და „სხვა რაკურსი“ გამოიწვია.
შეგახსენებთ რომ „სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ თბილისში 15 მაისს, 14 :00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება. კარნავალზე იხილავთ – ჯამბაზებს, ზღაპრის გმირებს, მუსიკოსებსა(6 კაციანი ბენდი) და საკარნავალოდ გამოწყობილ ხალხს. ასევე „სიცილის ავტობუსებს“, პოზიტივებით, რომლებიც სიცილის სანაცვლოდ ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან მგზავრებს.
სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ინდოეთიდან ჩამოდის სიცილის მსოფლიო ლიდერი – მაგნო შავდია, რომელიც ხალხის პოზიტიურ განწყობაზე იზრუნებს.
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=xex4Gnl_y5s&feature=youtu.be”]