218
კომპანია “სარაჯიშვილმა”, მსახიობ სტანისლავ ბონდარენკოს სახელობის კონიაკი ჩამოასხა. სასმელი სპეციალურად ორმოცი-ორმოცდაათი წლის სპირტით დამზადდა. სერიალების ვარსკვლავმა სასმელების საცავი დაათვალიერა, კონიაკი დააგემოვნა და სტუმრებისთვის განკუთვნილ წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
სტანისლავ ბონდარენკო: წარმოუდგენელი რამ არის, როცა საუკუნეების ისტორიას ეხები. მართალია დალევა დიდად არ მიყვარს, თუმცა ეს იყო საოცარი გემო, გემო, რომელიც კონიაკის გასინჯვის შემდეგ გრჩება. აღფრთოვანებული ვარ. დიდი მადლობა ქართველ ხალხს.
