მსოფლიოში უამრავი უცნაური ჩვეულებებაა, რომელიც ღიმილის მომგვრელია, თუმცა ეს ყველაფერი ტრადიციაა. ყველა ქვეყანაში განსხვავებული საქორწილო სამზადისი აქვთ:
რუსეთში პატარძალი სასიძოსთან ერთად მისმა მეგობრებმაც უნდა გამოისყიდონ. ქალის ნათესავები და მეგობრები კი ცდილობენ, მათ რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ. კუპიურებს მაგიდის ოთხივე კუთხესა და შუაგულში აწყობენ. როგორც კი საქმრო და მისი მეგობრები პატარძალს ხელით შეეხებიან, ის გამოსყიდულად მიიჩნევა.
მაკედონიაში პირველ ღამეს ახლადდაქორწინებულები მთავარი განძის, ქუდისა და ჩექმის დასაუფლებლად იბრძვიან. ვინც ორივე ნივთს მოიპოვებს, ოჯახის უფროსიც ისაა.
ნიგერიაში სასიძომ რჩეულთან მისვლამდე მისი ნათესავების ალყა უნდა გაარღვიოს. ნათესავები ჯოხებით არიან შეიარაღებულნი და სასიძოს ურტყამენ – ამით მის ამტანობას და სირთულეებთან გამკლავების უნარს ამოწმებენ. ასევე მათ სილამაზის განსხვავებული იდეალები აქვთ. თუკი პატარძალი ქორწილამდე (და ოჯახური ცხოვრების პირველ ხანებში) არ მოიმატებს წონაში და არ დაიყენებს ე.წ. მრგვალ ფორმებს, სიძეს აქვს მისი მშობლებთან მიბრუნების უფლება.
კუნძულ ბალიზე ახალდაქორწინებული ნარკოზის გარეშე კბილებს იქლიბავენ. ამით იმის დამტკიცება უნდათ, რომ მათში ბოროტი სული არ ბუდობს. სადღესასწაულო სუფრაზე დაინახავთ მხოლოდ ქალებს, და კაცები კი ამ დროს ისვენებენ, რადგან ქორწილისთვის ყველა კერძს ისინი აკეთებენ და სუფრასაც თავად აწყობენ.
ნამიბიაში ფატის მაგივრად პატარძალს ახურავენ სპეციალურ თავსაბურავს, რომელსაც ჰქვია “ეკორი” და დამზადებულია თხის კანისგან, რომელიც ამოვლებულია ცხიმში, ფისში და ხნაში.
ალბანეთში ე.წ. პირველი ღამის მნიშვნელობა ძალიან პირობითია. ქორწილიდან 3 დღისა და ღამის განმავლობაში ცოლმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მეუღლეს ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაზე. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ბოროტი სულები დააბნიონ.
კუნძულ ტრომბრიანზე კი ყველაზე ადვილი პროცესია ქორწილი. გინდა მოიყვანო ცოლი? ტომის სხვა წევრების თვალწინ მომავალ მეუღლესთან ერთად მიირთვი ერთი თეფშიდან. მიირთვი? მაშინ გილოცავ, უკვე ცოლიანი ხარ!
ეთიოპიის ტომ სურმაშიც განსაკუთრებულად ემზადებიან საქორწილო ცერემონიისთვის. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე საპატარძლოს უღებენ ქვედა რამდენიმე კბილს, უხვრეტენ ტუჩს და მასში უმაგრებენ თიხის დისკს. დროდადრო ამ დისკს ცვლიან უფრო დიდით. რა შუაშია ამასთან ქორწილი? რაც უფრო დიდი დიამეტრისაა თიხის დისკი, მით უფრო ბევრია პატარძლის მზითვი, რადგან დისკი არის სიმბოლო პატარძლის ოჯახის სიმდიდრისა.
კუნძულ იავაზე, ისევე როგორც მრავალ ქვეყანაში დაწესებულია გადასახადი ქორწილის რეგისტრაციისთვის. მაგრამ საინტერესო ზუსტად ისაა, რომ გადასახადი არა ფულადი არამედ ვირთხის კუდებით! ქორწილის დარეგისტრირების მსურველებმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში 25 ცალი ვირთხის კუდი უნდა მიიტანონ.
ნენეცები თავს არ იწუხებენ საქორწილო სუფრის მომზადებისთვის, სტუმრებს ისინი უმი ირმის ხორცით უმასპინძლდებიან.
<p>
ინგლისში პატარძალმა ცალი ხელით უნდა ასწიოს სკივრის თავსახური – ასე ამოწმებენ მის ამტანობას.
აფრიკის ზოგიერთი ტომის ჩვეულების თანახმად, პირველ ღამეს ქმარმა ცოლს წინა ორი კბილი უნდა ჩაუმტვრიოს. ტომში ასეთი ანდაზაც კი აქვთ: “გათხოვილი, კბილებჩამტვრეული ქალი ამაყად იცინის, გასათხოვარი, კბილებიანი ქალი კი მორცხვად იღიმის. ”
ბახუტის ტომის (ცენტრალური აფრიკა) ახალდაქორწინებულებმა პირველი კვირის განმავლობაში ყოველი დილა ერთმანეთის ცემით უნდა დაიწყონ. წყვილი საღამოს დასაძინებლად მშობლებთან მიდის, დილით ისევ სახლში ბრუნდება და ერთიმეორეს ურტყამს. კვირის ბოლოს წყვილი ხვდება, რომ ერთმანეთზე წყენა აღარ აქვს და მშვიდობიანი ცხოვრებას იწყებს.
გერმანულ ქალაქ ბრემენში საქმრომ ქალაქის კიბეები უნდა დაგავოს, საპატარძლომ კი ყურადღებით შეამოწმოს მის მიერ დაგვილი მიდამო – მომავალი ქმარი სისუფთავის მოყვარული უნდა იყოს.
კენიელმა ახალგათხოვილმა ქალმა მთელი წლის განმავლობაში ხელები შავ-წითელი ორნამენტებით უნდა მოიხატოს. მთელი ტომის მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ ქალი პატარძალია და პატივი უნდა სცენ. გარდა ამისა, არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ქალის მძიმე ტვირთის გასაზიარებლად, ახალდაქორწინებულმა მამაკაცმა მთელი თვე ცოლის კაბაში უნდა გაატაროს, რომ კარგად გაითავისოს რა რთულია იყო ქალი.