fbpx

მამაკაცებო, ჯორჯო არმანი გირჩევთ!

ავტორი ნინო გონგაძე
959 ნახვა

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მსოფლიოს ერთ-ერთი აღიარებული დიზაინერი ჯორჯო არმანი მიიჩნევს, რომ ჩაცმას დიდი დრო არ უნდა დაუთმოთ. თუმცა ჩაცმის ხელოვნებაში სწორედ ამგვარი “თითქოს დაუდევრობაა” ყველაზე ძნელი მისაღწევი.

მაღალი მოდის მაესტრო კარგი სტილისა და წარმატების მოსაპოვებლად რამდენიმე რჩევას გვთავაზობს და საკუთარ შეხედულებებსაც გვიზიარებს.

იაფფასიანი ფეხსაცმელი- ეს ცრუ ეკონომიაა, არასოდეს გააკეთოთ ეკონომია გარდერობის ამ ყველაზე მნიშვნელოვან ნივთზე.

ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსი ნებისმიერისთვის წარმატების მთავარი გასაღებია.

არასოდეს დაუთმოთ ჩაცმას მეტისმეტად დიდი დრო. სხვათაშორის, ყველაზე სტილური მამაკაცები ოდნავ დაუდევრად გამოიყურებიან, თითქოს ჩაცმაზე დიდი დრო არ დაუკარგავთ. ბოლოს და ბოლოს, მოდა ხომ თვითგამოხატვის საშუალებაა, ასე რომ, მთავარია, ამა თუ იმ ტანსაცმელში თავს კომფორტულად გრძნობდეთ.

თუ გინდათ კარგად გამოიყურებოდეთ და ნაადრევად არ დაბერდეთ, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრეთ. არასოდეს დაიძინოთ ძალიან გვიან, ნუ მიეძალებით ალკოჰოლსა და სიგარეტს. ისწავლეთ საკუთარი თავის გაკონტროლება.

ყოველთვის ვერ მიიღებთ იმას, რაც გსურთ. დიახ, მეც მინდოდა უფრო მაღალი ვყოფილიყავი და უფრო ლამაზი ცხვირი მქონოდა. დაკმაყოფოლდით იმით, რაც გაქვთ! მთავარია, საკუთარი ღირსების უკეთესი კუთხით წარმოჩენა ისწავლოთ. მთელ ცხოვრებას ნუ შეალევთ იმის კეთებას, რაც თქვენს ძალებს აღემატება.

მამაკაცის სექსუალობა სულისა და სხეულის ჰარმონიული მდგომარეობაა. ნუ დაიზარებთ ფიზიკურ ვარჯიშს. სპორტი მოხდენილი გარეგნობისა და კარგი განწყობის შენარჩუნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს გონების კონცენტრაციას და მეტად თავდაჯერებულს გაგხდით.

პიჯაკი მამაკაცის გარდერობის საფუძველია. ის აუცილებლად კარგად უნდა სხეულზე მორგებული. მასში თავს მყუდროდ და კომფორტულად უნდა გრძნობდეთ. როცა კარგი პიჯაკი გაცვიათ, დანარჩენი თავისთავად მოგვარდება.

ჰოლივუდური შავი ჰალსტუხი- ნებისმიერი საღამოსთვის უნივერსალური ფორმაა: შავი კოსტიუმი, თეთრი პერანგი და შავი ჰალსტუხი. შესაძლოა ეს კლიშეა, მაგრამ ფაქტია, შავი ჰალსტუხი ნებისმიერ მამაკაცს უხდება.

კარგი აქსესუარი, მაგალითად საათი, თქვენს პიროვნებაზე ბევრს იტყვის. ნურც სხვა აქსესუარისათვის დაინანებთ ფულს.

ჩაიცვით ნეიტრალური ფერის ქსოვილისაგან შეკერილი სამოსი- მოდა მათზე არასოდეს ამბობს უარს, ამიტომ ასეთი ტანსაცმელი უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment