= ქალი ბუნების ყველაზე მისაღები შეცდომაა.
= ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო.
= ქალი ყოველთვის მომხიბვლელია ყველა ასაკში.
= ქალის ძალაც და მომხიბვლელობაც მის სისუსტეშია.
= ქალი ცხოვრების საკაზმია.
= ქალები არასოდეს ისე ძლიერები არ არიან, როგორც სიყვარულში დამარცხების შემდეგ.
= ქალი ისე კარგად ვერაფერს დაფარავს, როგორც თავის წლოვანებას.
= დიაცის “ჰოს” და “არას” შორის ნემსის წვერიც არ ჩაეტევა.
= თუ ქალის გულის მონადირება გინდა, მომეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციო.
= უფრო ადვილია შვიდ ქალს შეაყვარო თავი, ვიდრე ერთისაგან თავი დაიხსნა.
= ქალი გულგრილია მის მიმართ ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ არის გულგრილი.
= ასეც ხდება- ქალი გაძლევთ თავისი გულის გასაღებს და მეორე დღესვე ცვლის საკეტს.
= ქალი რაც უფრო ცოტას იცვამს, მით უფრო მეტი დრო სჭირდება ამისთვის.
= ქალს სწორედ ისეთ დროს უნდა წაავლო ხელი, როცა ჭოჭმანს მოჰყვება.
= ქალი, რომელსაც სიყვარულის ახსნა სჭირდება, სიყვარულისთვის ჯერ მზად არ არის.
= ლამაზი ქალი ბუნების ღიმილია, ჭკვიანი ქალი- საჩუქარი.
= ქალები და სიზმრები არასოდეს არიან ისეთები, როგორებიც გინდა, რომ ნახო.
= არ გიყვარდეს ქალი – დანაშაულია, გიყვარდეს – სასჯელი.
= თუ ქალის მართვა შეგიძლია, ესე იგი, სახელმწიფოსაც მართავ.
= საყვარელი ქალი არ ბერდება.
= არ არსებობს ცბიერება, ქალის ცბიერებას რომ აღემატებოდეს.
= ქალი ერთადერთი საჩუქარია ამქვეყნად, რომელიც თავისით იფუთება.
= ქალი ისეთივეა, როგორიც ქალების ჩანთა _ მასში შეუძლებელია იმის პოვნა, რასაც ეძებ.
= ლამაზი ქალი მოსწონს თვალებს, კარგი ქალი კი – გულს. პირველი ფიზიკური ძვირფასეულობაა, მეორე კი – სულიერი საგანძური.
= ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს, ის ვერ იტყვის, რა არის ქალი.
= “ჰო” ისეთი სიტყვაა, რომელსაც ქალები თვალებით უფრო ამბობენ, ვიდრე ენით.
= ქალი ყოველი არსის გვირგვინია.
= ქალის ცხოვრება ქორწინებიდან იწყება.
= ყველაზე კარგად ქალები იქ იცვამენ, სადაც ხშირად იხდიან.
= ქალის თვალის სამოთხე, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელია.
= ქალს ვერაფერს დააჯერებ, მისი მხოლოდ დათანხმებაა შესაძლებელი.
= ძალზე ცოტაა ისეთი ქალი, ვისაც ღირსებები სილამაზეზე დიდხანს შერჩენოდეს.
= თუ არ შეგიძლია ქალის გაბედნიერება სხვას მაინც ნუ შეუშლი ხელს.