fbpx

საწყალ მღვდელს ფერი ეკარგება შიშისგან , მაგრამ ხმას ვერ იღებს …

ავტორი ჟოლო
63 ნახვა

ნამდვილ ამბავს გიამბობთ (ჩემმა ძამიკო გიგა ქადეიშვილმა მომიყვა)

„მაგარი თხრიშინა წვიმაა , როგორც იტყვიან გურიაში.

გურიის ერთ-ერთი სოფლის გზას მიუყვება გაწუწული და დაღლილი მღვდელი, მის წინ უცბად დაამუხრუჭა მანქანამ ,რომელშიც კარგა შეზარხოშებული გურულები იმყოფებოდნენ, დაპატიჟეს : მამაო დაბრძანდით , ჩვენ მიგიყვანთო, პატივისცემის ნიშნად მძღოლის გვერდით დასვეს.

გააქროლეს მანქანა მარა რა გააქროლეს, საწყალ მღვდელს ფერი ეკარგება შიშისგან , მარა ხმას ვერ იღებს.

ერთმა გურულმა გადაწყვიტა “რელიგიური ცოდნა ” გამოემჟღავნებინა, მამაოს მხარზე ხელი დაარტყა და თავმომწონედ ეკითხება: მამაო ჩვენ ხომ გვყავს ჩვენ-ჩვენი მფარველი ანგელოზები? მოუბრუნდა მღვდელი და კანკალით უპასუხა: კი გვყავს შვილო მარა პაწა უკან ჩამოგვრჩენ და თუ ნელა ვივლით ქე დაგვეწევიანო 😀

წყარო:  #საკრიმანჭულო საზოგადოება

მსგავსი სტატიები

Leave a Comment