fbpx

„არასოდეს არ უნდა დანებდე“ – სალომე გოგეშვილი

ავტორი ჟოლო
497 ნახვა

„არ ვიცოდი ეს ყველაფერი… ორი დღის წინ გავიგე, ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა“, – წერს სოციალურ ქსელში ფბ. მომხმარებელი ნატო გოგუაძე.

„არ ვიცი ვინ რა იცის მაგრამ მე გეტყვით ვინ არის სალომე გოგეშვილი!!!“

ნატო გოგუაძე: „4 წლის წინ მე ჩემს პატარა გოგოსთან ერთად თავშესაფარში ვცხოვრობდი, გაუსაძლისი პირობები მქონდა, მარტო ღმერთის იმედად ვიყავით მე და ჩემი პატარა ნინიკო, მაშინ ვნახე პირველად სალომე, თავდაჯერებული ახალგაზრდა ქალი შემოვიდა თავშესაფარში ლამაზი ანგელოზის თვალებით და ღიმილით იმ დღის შემდეგ დავმეგობრდით, მისმა სიტყვებმა ბევრჯერ გადამაფიქრებინა ცუდ გზას დავდომოდი, ყოველ თვე თანხას მირიცხავდა გვეხმარებოდა მე და ჩემს პატარას, სალომემ მასწავლა რომ არ უნდა დავნებებულიყავი უნდა მებრძოლა. მე დღეს რომ ცოცხალი ვარ ვმუშაობ და ჩემს პატარას ვუვლი შენი დამსახურებაა, მადლობა სალომე.“

saliსალომე გოგეშვილს ფბ. მომხმარებელი კარგად იცნობს. ამ ახალგაზრდა გოგოს პოზიტიური პოსტები ბევრს ენერგიასა და ცხოვრების ჟინს მატებს. „შენ ხარ ჩვენი მოტივატორი“ – ამოიკითხავთ კომენტარებში.

სალომემ დიდი ტკივილის(ავტოკატასტროფის შედეგად ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა) მიუხედავად საკუთრ თავში აღმოაჩინა ძალა, რომ სიცოცხლით დამტკბარიყო და შეძლო სხვებისთვისაც ეჩვენებინა, – რომ არასოდეს არ უნდა დანებდე!

იხ. სალომეს პოსტები

„ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება…. არცერთი წამი არ დაკარგო ცრემლებზე… მუდამ გაიღიმე“…

„დაე ვიყო ბედნიერი “გიჟი” ვიდრე მოწყენილი “ჭკვიანი”

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment