fbpx

„სიცილის ფესტივალი“ სტრესის საუკუნეში!

ავტორი ჟოლო
92 ნახვა

„ადამიანები, რომლებიც არასდროს იცინიან, არასერიოზულები არიან” – ფრანგი ჟურნალისტის ალფონს ალეს ეს სიტყვები საუკუნის შემდეგაც აქტუალურია. მოსაზრება, რომ სიცილი არასერიოზულობის გამომხატველია, ცარიელი სიტყვებია და რეალობას აფსოლუტურად ეწინააღმდეგება. ასე რომ, იცინეთ რაც შეიძლება მეტი, იყავით ჯანმრთელები და შეიქმენით კარგი განწყობა.

დღევანდელი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე რთულია ადამიანი ხშირად იღიმებოდეს და კარგ ხასიათზე იყოს, მაგრამ მიუხედავად მრავალი პრობლემისა ყველამ უნდა გაიაზროს, რომ მოღუშული სახითა და მოწყენილობით ვერაფერს შეცვლით, პირიქით თავს უარესად დაისტრესავთ და გარშემომყოფებსაც ნეგატიური იმპულსებით მოამარაგებთ.

სიცილის კეთილი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე აღიარებულია მედიცინაში. არაფერი ისე არ უკუაგდებს მოწყენას, არ მოგანიჭებთ ძალასა და მხნეობას, როგორც სიცილი. გახსოვდეთ ორგანიზმისთვის სიცილი ისეთივე აუცილებელია, როგორც საკვები, ჰაერი და წყალი.

უკანასკნელი სამეცნიერო კვლევებით დადასტურდა, რომ სიცილი მოქმედებს, როგორც პოზიტივის ყველაზე ძლიერი მშვიდობიანი „იარაღი“. იგი ამცირებს სტრესის ჰორმონებს, არის უებარი ტკივილ გამაყუჩებელი საშუალება და წარმოუდგენლად აძლიერებს იმუნიტეტს.

15 წუთიანი სიცილი, გულისათის იგივეა, რაც 15 წუთიანი ვარჯიში ფიტნეს ცენტრში. თანამედროვე მსოფლიოში სიცილის თერაპიას იყენებენ. სიცილი საუკეთესო მკურნალია გონებრივი და ემოციური დისბალანსის დროსაც.

სიცილის „საჭიროობიდან“ გამომდინარე მსოფლიოში მრავალი აქცია იმართება, ერთერთი მათგანია „სიცილის ფესტივალი“, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. ამ თემასთან დაკავშირებით JAKO FM ფესტივალის ორგანიზატორებს დეა თავბერიძეს, რუსუდან ოსიყმაშვილს და სიცილის ლიდერ ნინო შავდიას ესაუბრა.

-როგორია იყო სიცილის ლიდერი და რამ გადაგაწყვეტინათ ამის გაკეთება?

სიცილის ლიდერობა ძალიან სასიამოვნო, სახალისო და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საქმეა.

იქედან გამომდინარე, რომ ჩემი ძმა მაგნო შავდია მსოფლიო სიცილის ლიდერია, მეც გადავწყვიტე ჩავრთულიყავი ამ საქმეში, გავიარე შესაბამისი ტრენინგები და შედეგად მივხვდი, რომ ფსიქიკაზე და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე უდიდეს გავლენას ახდენს.

ამ ეტაპისთვის, არიან მსურველები და როგორც მე ასევე ჩემი ძმაც სხვადასხვა კომპანიებში რამდენიმე საათიან სიცილის გაკვეთილებს ვატარებთ. სიცილის თერაპია გარკვეული სუნთქვითი და ფსიქოლოგიური პრაქტიკებისაგან შედგება, რომელთა მეშვეობითაც ხდება “ნერვიული ბლოკების” მოხსნა და ბავშვურ მხიარულებას და სიცილის უნარის დაბრუნება.

სიცილის თერაპია ავსტიაში ინდოელმა პროფესორმა მადან კატარიამ დააფუძნა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო სწავლება და გაავრცელა იგი.

-როდის დაარსდა „სიცილის ფესტივალი“ საქართველოში?

ეს ფესტივალი მსოფლიოში კი უკვე წლებია ტარდება, ძირითადად 72 ქვეყანაში აღინიშნება და კოლოსალური რაოდენობის ადამიანები ესწრებიან ხოლმე. ღონისძიებას საქართველოში ჩვენ უკვე მეორედ ვატარებთ, მისი მიზანი კი ქვეყანაში სიხარულის და პოზიტივის შემოტანაა.

ჩვენი ფესტივალითვის შექმნილია მოხალისეთა ჯგუფი – პოზიტივები, რომლებიც მაქსიმალურად ცართულები არიან საორგანიზაციო საკითხებში და ყველანაირად ცდილობენ ეს დღე ადამიანებისთვის დაუვიწყარი გახადონ.

-როგორ ხდება ფესტივალის დაფინანსება?

სამწუხაროდ შარშან თბილისის მერიამ არ გამოგვიყო შესაბამისი ფინასნები და მხოლოდ კონკრეტული კომპანიებისა და ენთუზიაზმის მქონე ახალგაზრდების მეშვეობით შევძელით ფესტივალის გაკეთება. წელსაც აქტიურობენ კომპანიები, ორგანიზაციები და მოხალისეები, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლა მაიონც დაგვეხმარება შესაბამისი ორგანოები, რაც წინაპირობაა იმისა, რომ ღონისძიება უფრო მასშტაბური გამოვა და მეტი ადამიანის გახარებას შევძლებთ.

-რა ღონისძიებები იგეგმება ამ დღისთვის?

იგეგმება კოსტუმირებული მსვლელობა, სიმბოლური საჩუქრები, მუსიკალური ნომრები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და თუ გამოგვივა ამ დღეს ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება. სიცილის სანაცვლოდ კი როგორც გასულ წელს, ახლაც სხვადასხვა სასმელები, სათამაშოები და ტკბილეული გაიყიდება.

შარშანდელისგან განსხვავებით წელს უფრო მომზადებულები ვხვდებით „სიცილის ფესტივალს“, ყველაფერი უფრო დინამიური იქნება, მოეწყობა „მინი-სკეჩების“ ჩვენება და ა.შ.

-სად და როდის შედგება „სიცილის ფესტივალი“ ?

ფესტივალის სცენარზე აქტიურად ვმუშაობთ, ამ ეტაპისთვის კი ჩვენი ვარაუდით 15 მაისისთვის ყველაფერი მოესწრება. კონკრეტული ადგილი კი არ გვექნება,  იქნება მხიარული მსვლელობა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის კარნავალი, რომელიც თითოეული ადამიანის სიხარულისთვის კეთდება.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები…

დიდი სურვილი გვაქვს იმისა, რომ მაქსიმალურად გავაპიაროთ ეს წამოწყება, ჩავრთოთ მეტი ადამიანი – სტუდენტები, მოსწავლეები თუ სხვა. გვინდა სიცილში გამოვაწვევინოთ ერთმანეთი კონკრეტულ კომპანიებისა თუ დაწესებულებების წარმომადგენლებს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მრავალი პრობლემის მქონე ერის გახალისებაში.

ასევე ჩავრთავთ მოხალისეებს რეგიონებიდანაც, არ აქვს მნიშვნელობა, ჩამოვლენ თუ ვერა, შეუძლიათ ადგილზე გამოიწვიონ ერთმანეთი სიცილში, ჩაწერონ პატარა ვიდეოები, გაავრცელონ და გახდნენ ფესტივალის მონაწილეები.

 “არსებობს უკეთესი ფორმა თავისუფალი ცხოვრებისა, ვიდრე სიყვარული და სიცილია?” (ჩარლზ დიკენსი) – ჩაუღრმავდით ამ სიტყვებს, იყავით თავისუფლები, იცინეთ ბევრი და გაიფერადეთ სიცოცხლე.

ავტორი: ნინო ჩხაიძე

წყარო:http://jako.fm/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment