ასე იწვევს სამხიარულოდ, სიცილის ჯადოქარი სიხალისეს გადაჩვეულ თბილისელებს. საქართველოს რამდენიმე დღის წინ ეწვია და თავისი პოზიტივი ქალაქს უკვე დაატყო. ჯერ განცხადებას სოციალურ ქსელში ანთავსებს, მერე ფბ. მეგობრებს რომელიმე კაფეში უყრის თავს და ცხელ ლატესა და უგემრიელეს ტერამისუსთან ერთად უხვი პოზიტივით უმასპინძლდება… განწყობა გადამდებია და საერთო მხიარულებაში კაფეს თანამშრომლებიც ერთვებიან ხშირად… აღტაცებულებსა და დადებითი მუხტით გაბრუებულებს მაგნო „სიცილისა და პოზიტივის კარნავალზე“ იწვევს. „ეს მოთელვაა, ნამდვილი მხიარულება წინ გელითო“, – ამბობს.
პოზიტიურ მაგნო შავდიას ნამდვილად შესწევს უნარი გადაიბიროს ნეგატივში მყოფი ადამიანებიც კი, აიყოლიოს ისინი და სადღესასწაულო განწყობა შეუქმნას ყველას… ჰოდა, ამ ერთობლივ ზეიმზე გვიწვევს სიცილის ჯადოქარი 15 მაისს 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, სიცილისა და პოზიტივის კარნავალზე, მხიარულების შესაგრძნობლად, ბავშვობაში დასაბრუნებლად და სიხარულის გასავრცელებლად…
მანამდე კი შეუერთდით მაგნოს წამოწყებას და ეს ყოველივე დააგემოვნეთ „სიცილისა და პოზიტივის კაფეებში“ .
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=Im41kbUQwJ8&feature=youtu.be”]