fbpx

ნუ დააშორებთ გულებს ერთმანეთს

ავტორი ჟოლო
446 ნახვა

ერთხელ, ერთმა მასწავლებელმა ჰკითხა მოსწავლეებს: – რატომ უწევენ ადამიანები ხმას კამათის დროს?

– იმიტომ რომ გამოდიან წონასწორობიდან, – უპასუხა ერთ-ერთმა.

– კი მაგრამ რა საჭიროა ხმის აწევა, ადამიანი ხომ გვერდით არის და შეგიძლია ყვირილის გარეშეც გააგებინო?

მოსწავლეები ჩაფიქრდნენ. მაშინ მასწავლებელმა თქვა:

– როცა ადამიანები უკმაყოფილონი არიან ერთმანეთით და ჩხუბობენ, მათი გულები შორდებიან ერთმანეთს. ეს სიშორე რომ დაძლიონ და ერთმანეთს გააგებინონ, ისინი უწევენ ხმას. და რაც უფრო მეტად ბრაზობენ, მით უფრო მეტად იზრდება მანძილი მათ გულებს შორის და თანდათანობით ისინი გადადიან ყვირილზე.

და რა ხდება როცა ადამიანებს მოსწონთ ერთმანეთი? ისინი კი არ ყვირიან, პირიქით – საუბრობენ წყნარად და მშვიდად, იმიტომ რომ მათი გულები ახლოსაა ერთმანეთთან და მათ მშვენივრად ესმით ერთმანეთის.

ხოლო თუ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაშინ მათი გულები ისეა დაახლოებული, რომ უკვე ჩურჩულით შეუძლიათ ერთმანეთს ესაუბრონ და რაც უფრო ძლიერია სიყვარული, მით უფრო ახლოვდება გულები და ბოლოს სიტყვის თქმაც კი არ არის საჭირო. მათ შეუძლიათ, უხმოდ, უსიტყვოდ გაუგონ ერთმანეთს. ასე ხდება შეყვარებული ადამიანების ერთად ყოფნისას.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment