fbpx

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა…

ავტორი ნინო გონგაძე
2.6K ნახვა

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა:

-იცი, რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა?

-მოიცადე- შეაჩერა სოკრატემ, -სანამ რამეს იტყოდე, სამ საცერში გაცერი და ისე მითხარი.

-სამ საცერში?

-დიახ, სამ საცერში. პირველი- ეს არის სიმართლის საცერი. დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?

-არა, უბრალოდ, რაც მოვისმინე იმას ვამბობ.

-ე.ი შენ არ იცი სიმართლეა თუ არა. კარგი! მაშინ, მოდი ახლა მეორე საცერში გავცრათ შენი სათქმელი. მეორე- ეს არის სიკეთის საცერი. მიპასუხე, ის, რაც უნდა მითხრა, კარგია?

-არა, პირიქით.

-ესეიგი- მშვიდად განაგრძობდა სოკრატე- შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თანაც არ იცი სიმართლეა თუ არა. კარგი, მაშინ, მოდი ბოლო საცერზე გადავიდეთ. მესამე საცერი- ეს არის სარგებელი. შენი აზრით, რამდენად სასარგებლო იქნება ჩემთვის ის, რისი თქმაც გინდა?

-ვფიქრობ, რომ ის არანაირ სარგებელს არ მოგიტანს.

-მაშ ასე- დაასკვნა სოკრატემ- თუ ინფორმაციაში, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არაფერი არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო. მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მის თქმას?!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment