fbpx

როგორ დავივიწყოთ ყოყმანი და გადავიდეთ საქმეზე…

ავტორი Ann
2K ნახვა

საქმეში ყველაზე მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ყოყმანია. როდესაც დარწმუნებული არ ხართ რომ ყველაფერი ისე გამოგივათ, როგორც დაგეგმილი გაქვთ ცდილობთ მისი გაკეთება გააჭიანუროთ, ეს კი წარმატებისკენ მიმავალი სწორი გზა არ გახლავთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ დავივიწყოთ ყოყმანი და გადავდგათ წარმატებული ნაბიჯები:

შეწყვიტეთ ფიქრი, დაიწყეთ მოქმედება – სულ მცირედი გეგმის დასახვა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, ბევრი ფიქრი კი საპირისპირო შედეგს გამოიღებს. როდესაც თქვენ რაღაცაში დარწმუნებული არ ხართ ცდილობთ მოძებნოთ გზა, რომელიც იქნება ერთადერთი სწორი და ყოველგვარი რისკის გარეშე, ასეთი გზა კი არ არსებობს.

ნუ გადადებთ საქმეს – საქმის გადადება ყველაზე არასწორი გადაწყვეტილებაა. მარტივი საქმის გადადება მას ართულებს და ყველაფერი გაცილებით რთულად მისაღწევი ხდება.

გადადგით პირველი ნაბიჯი – მარტინ ლუთერ კინგი ამბობს: „არ გჭირდებათ მთლიანი კიბის დანახვა, უბრალოდ გადადგით პირველი ნაბიჯი“. როდესაც ცდილობთ ძალიან შორს გაიხედოთ, ხვდებით, რომ ის რის გაკეთებასაც აპირებთ თითქმის შეუძლებელია.

დაიწყეთ დღე რთული საქმით – ეცადეთ დღის დასაწყისში გააკეთოთ ის, რაც ყველაზე რთულად გეჩვენებათ, მარტივი საქმეები კი თავისთავად მოგვარდება.

მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება – როდესაც ზიხართ და დიდხანს ფიქრობთ ბევრი რამ არარეალური გეჩვენებათ. მიიღეთ გადაწყვეტილება და იმოქმედეთ.

 დადექით თქვენს შიშთან პირისპირ – ყოყმანი და გაჭიანურება წარმატების შიშია. გაცილებით მარტივია იფიქროთ, რომ ოდესმე ყველაფერი გამოვა, ვიდრე რეალურად იმოქმედოთ. დაძლიეთ შიში და იმოქმედეთ.

დაასრულეთ დაწყებული საქმე – გამუდმებით დაუსრულებელი საქმე შედეგს ვერ მოიტანს. თუ გსურთ მიაღწიოთ წარმატებას მიიყვანეთ საქმე ბოლომდე. თუ თქვენ პირველი ნაბიჯი გადადგით ე.ი. მზად ხართ და გაჭიანურება საჭირო აღარ არის.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment