fbpx

“სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვნო ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის”

ავტორი ნინო გონგაძე
3.9K ნახვა

“მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვნო ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. მას ეტყვი იმას, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს, ის კი გაითავისებს ყველაფერს და ისევ ენდომება, რომ უფრო და უფრო მეტი გაიგოს. მას გაუზიარებ შენს იმედებს, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს ახდება, მიზნებს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა და იმედგაცრუებებს, რომელთაც ცხოვრებამ შეგახვედრა.

როდესაც რაიმე კარგი მოხდება, მოუთმენლად დაელოდები წამს, როდესაც შეგეძლება მოუყვე ყველაფერი, რადგანაც იცი, რომ იგი ყველაფერს გაიზიარებს და აღფრთოვანდება. ის არასოდეს შეეხება მტკივნეულად შენს გრძნობებს და არ გაგრძნობინებს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. იგი შეგავსებს და გაჩვენებს შენს თავს მთელი მისი განსაკუთრებულობითა და მშვენიერებით.

არ არსებობს არანაირი სტრესი, დეპრესია და მწუხარება, როდესაც ის შენს გვერდითაა და შეგიძლია თამამად იყო ვინც ხარ, იმიტომ რომ მას სწორედ ასეთი უყვარხარ. ამის შემდეგ ხდები უფრო ბავშვური, ფერებიც უფრო ნათელი და სუფთაა. სიცილი შენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება და მისი ტელეფონის ზარი ყოველთვის გეხმარება გაიადვილო ყოველდღიური, მძიმე სამუშაო და გაიღიმო.

მასთან ყოფნისას არ არის საჭირო მუდმივად ისაუბრო, მაგრამ შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენი სიჩუმე მისი სიახლოვის დამსახურებაა. საგნები, რომლებიც არ გაინტერესებდა შენთვის მეტად ახლო და მიმზიდველი ხდება, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მისთვისაა საინტერესო. რასაც არ უნდა აკეთებდე მუდამ მასზე ფიქრობ. უბრალო საგნებიც კი მას გახსენებს- ლურჯი ცა, სასიამოვნო ნიავი და თუნდაც ცაზე პირქუშად მოფენილი ღრუბლები.

შენ გულის კარებს აღებ და აღმოაჩენ, რომ იყო ასეთი საუკეთესო გზაა იგრძნო ნამდვილი სიამოვნება, რომელიც ისეთი რეალურია, რომ გაშინებს კიდეც. აღმოაჩენ ნამდვილ მეგობარს შენს გვერდით და სულს, რომელიც შენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია. სიცოცხლე სრულიად განსხვავებული გეჩვენება- გასაოცარი და ღირებული და შენი ერთადერთი იმედი ხდება ის, რომ იგი შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია”.

ბობ მარლი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment