fbpx

„მომავლის სამართალი“ – გიორგი თუმანიშვილის ლექცია

ავტორი ჟოლო
32 ნახვა

10 ნოემბერს 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართება ჩეხეთში მოღვაწე ქართველი პროფესორის გიორგი გ. თუმანიშვილის საჯარო ლექცია თემაზე ”მომავლის სამართალი”.

გიორგი გ. თუმანიშვილი: „ლექციაზე ყურადღება გამახვილებული იქნება შემდეგ საკითხებზე:
ადამიანის დაბადების მომენტის ახლებურად გააზრების აუცილებლობა;
ჩანასახის სამართალსუბიექტობა და სამართალობიექტობა;
სპერმის, კვერცხუჯრედის, ემბრიონის, სხეულის სხვადასხვა შემადგენელი კომპონენტებისა და მთელი სხეულის კრიოპრეზერვაციის სამართლებრივი საკითხები;
ადამიანის მე – როგორც სამართალსუბიექტობის ბაზისი;
ორგანოთა შექმნისა და შემდგომი გამოყენება/განკარგვის სამართლებრივი საკითხები;
ადამიანთა კლონირება და სამართალსუბიექტობა;
ადამიანის მე-ს ტრანსფერი ხელოვნურ მატარებელზე და ხელოვნური თვითგანვითარებადი ინტელექტის მქონე რობოტექნიკა სამართალსუბიექტობის ჭრილში;
ადამიანის მე-ს უკვდავობა და სამართალსუბიექტობა;
სქესი, როგორც სამართალსუბიექტობის განმსაზღვრელი ელემენტი (ახლებური გააზრების უმნიშვნელოვანესი მდგომარეობანი).”

დასწრება თავისუფალია

გიორგი გ. თუმანიშვილის საჯარო ლექცია თემაზე ”მომავლის სამართალი”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment