fbpx

მონანიება ემიგრაციაში – მამა და „წითელი აკორდეონი“

ავტორი ჟოლო
168 ნახვა

სოციალურ ქსელში ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ემიგრანტის, მაია სასწარაფოშვილის  (Maia Ioreli Zalataja) წერილს წავაწყდი და ძალიან მომინდა ეს ამაღელვებელი ჩანახატი „ჟოლოს“ მკითხველისთვისაც გამეზიარერბინა. 

ცოტა ხნის წინ ზარის ხმა გაისმა… ზარი საქართველოდან იყო!!!!

– შვილო, გენაცვალოს მამამ, როგორ ხარ??

კარგად! – ვპასუხობ ცივი, გაყინული ხმით!.. მინდა ყურმილი დავკიდო, მაგრამ ?!…

– მაპატიე, ძალიან გთხოვ!- აგრძელებს მამაჩემი..
– ხომ იცი, რომ ყველაზე ძალიან შენ მიყვარხარ?!!!!
შენნაერი ერთი ათი უნდა “გამეკეთებინა”!  – უქცევს კახურად::))
..არა, ყველანი მიყვარხართ, ოთხივე შვილი!!!!
ცუდი კაცი ვარ, ხანდახან მიყვარს ბილწსიტყვაობა… ვიცი არ გიყვარს, მაპატიე!… ხვალ რომ აღარ ვიყო გთხოვ , არ იტირო !!!!
აი, დედაშენზე რომ თავი მოიკალი ისე აღარ იტირო და არ იდარდო..((((
არც შავი ჩაიცვა ჩემზე..!!!…
-შენ მხოლოდ უნდა იცინოდე ჩემო ღრაჯიკა!
შენ საუკეთესო შვილი ხარ!
ამაყი ვარ შენით!
გთხოვ, მაპატიე, გენაცვალოს მამამ!

…ვდუმვარ!….ყელში გაჩხერილი ბურთი მახრჩობს!.. არ მინდა მიხვდეს, რომ იმოქმედა მისმა ზარმა..

…ის აგრძელებს….

-სულ მენატრები , რა ვქნა ცუდი კაცი ვარ ! მაპატიე გენაცვალოს მამამ! ხომ იცი როგორ მიყვარხარ?!!…
…ზეგ დედაშენის გარდაცვალების დღეა!

….ვიცი!.. ჩავერთე მამის მონოლოგში…
ბოლოს , რომ ვიყავი ჩამოსული თბილისში, ავედი საფლავზე… ((( (ვაბარებ ანგარიშს!)

…ვიცი!… მეუბნება მამა…
თაიგულზე მივხვდი, რომ შენ იქნებოდი გენაცვალოს მამამ..!!
შენ ის ერთადერთი შვილი ხარ რომელიც, ცხოვრების ბოლო წუთამდე დედას უვლიდი და მთელი წელი გვერდიდან არ მოშორებიხარ!!!… გაიხარე და გამრავლდი გენაცვალოს მამამ!!
ისიც კარგად მახსოვს რა მნიშვნელოვან სამსახურს დაანებე თავი დედაშენის გამო!
დამთავრებული არ გქონდა თეატრალური ინსტიტუტი, რომ თეთრიწყაროს რაიონის კულტურის და განათლების სისტემას კურირებდი პატარა გოგო! ჭკვიანი იყავი გენაცვალე ყოველთვის!!!
მხოლოდ შენს მძღოლს იბარებდი ხანდახან სამსახურიდან….ყველა გეხმარებოდა დედის სიცოცხლესთან ბრძოლაში!
….არც მე მიმიტოვებიხათ არცერთი წუთი…!!!!
მე კი….მე კი, დედა რომ გარდაიცვალა, რაღაც პერიოდის მერე სხვა ცოლი მოვიყვანე და ქორწილიც კი გადავიხადე…::((
სახლიდანაც დაგითხოვე ….!!!
არც კი მიკითხავს როგორ ართმევდი თავს ცხოვრებას… (((
ვიცი, გული გატკინე!..

ჩვენს ოჯახში ნუ მოიყვანო მთხოვე… იქ, სადაც დედიკო ცხოვრობდაო… არ დაგიჯერე! ანგარიში არ გაგიწიე!

…ახლა ისევ მარტო ვარ, ცოლის გარეშე!….ძალიან მიყვარდა დედაშენი!.. იცი შენ ეს!!! ((((
რომ გარდაიცვალა, მე მთელი წელი მის საფლავზე მეძინა…::(((
შენ სახლში იკლავდი თავს და მე კი საფლავზე:::(((( მე მალე “გამოვიდარე”, ვიფიქრე იქნებ უშველო თავს-თქო!… შენ სამი მძიმე წელიწადი გქონდა! ..ალბათ მეტიც… ჩაიკეტე და შენს თავს აბრალებდი დედის სიკვდილს! რატომ ვერ შევძელი მისი გადარჩენაო,- ამბობდი……ვიცი, დღემდე ვერ ეგუები! მოგიკვდეს მამა!
..უკვე 25 წელიწადია დედის გარეშე ხარ!!!!
…..შენ იყავი ყოველთვის შენი თავის პატრონი:::((((((
ღირსეული გოგო ხარ, გენაცვალოს მამამ, საამაყო…!!!
….ცუდი ენა მაქვს… მაპატიე გენაცვალოს მამამ! აქამდე მეგონა არ მოქმედებდა შენზე ჩემი კახური ბილწსუტყვაობა… ეხლა ვხვდები რამდენჯერ გატკინე გული!
შენ ამას არასოდეს იმსახურებდი გენაცვალოს მამამ!!!!!
ზეგ ავალ დედიკოს საფლავზე და მოვუყვები დედაშენს, რომ ყველასათვის საამაყო შვილი გაგვიზრდიხარ…!

…კარგი მამიკო, კარგი დაწყნარდი!
..ისევ ვერთვები საუბარში…
მეც ძალიან მიყვარხარ!
უბრალოდ, ადრე უფრო ძლიერი ვიყავი და ეხლა კი ხედავ როგორი გავხდი?!!!!:::(((((
ალბათ ცხოვრებამ თავისი ჰქნა!!!
მაპატიე, ასე არ უნდა გექცეოდე!!!!
…ეხლა რომ ჩამოვალ თბილისში, აუცილებლად გნახავ !!!
მეც მიყვარხარ მამიკო ძალიან!
მაპატიე , კარგი?

– კარგი შვილო, კარგი გენაცვალოს მამამ! ოღონდ შენ იყავი კარგად და ჩემი თავი ეშმაკსაც წაუღია!
როცა ყველაფერი მქონდა ვერაფერი გაგიკეთე და ეხლა….:::((((..

კარგი მამიკო დაწყნარდი, მალე ჩამოვალ და გნახავ!
გკოცნი ბევრს!

მეც შვილო, გენაცვალის მამამ!
….უი, მოიცადე, დამავიწყდა მეთქვა..

-რა იყო , ხომ მშვიდობაა მამიკო????… ჩავეკითხე მამას..

….კი, მშვიდობაა !!!… უბრალოდ არ გეგონოს რომ დამავიწყდა….

-რა მამიკო???

….აი, ავად რომ გავხდებოდი ხოლმე შვილო, დედაშენის გარდაცვალების მერე და გრიპი შემხვდებოდა, მეტყოდი ხოლმე, – Фёдорович, ხვალ ჩიტივით იქნებიო::))))) მთელი ღამე გამითენებდი სიცხიანს, ასჯერ ოფლს მომადენდი და მეორე დღეს მართლა ჩიტივით ვიყავი ხოლმე!!!
გაიხარე გენაცვალოს მამამ….

….გულმა ძგერა ააჩქარა…
ვეღარ ვუძლებდი…..
…ცრემლი მომადგა…
-მიყვარხარ მამიკო!
მაპატიე კარგი?
გკოცნი…მალე გნახავ…
წავედი…
….გავთიშე ტელეფონი….:::(((((
..ეტყობა ძალა გამომაცალა ცხოვრებამ…!
…წყენას ვეღარ ვუძლებ!
მაპატიე მამიკო!
მიყვარხარ ძალიან !
მე ბედნიერი ბავშობა მქონდა …..

… … …

მამიკო……..?
მახსოვს, ჩემს ბავშობაში საოცრად
უკრავდი მღეროდი ხალხურ სიმღერებს ….!!!
აბსოლუტური სმენით და მუსიკალური ნიჭით იყავი დაჯილდოვებული!!! მახსოვს ზურა ბიძიამ (ზურა ქაფიანიძემ)
ჰამლეტ გონაშვილს შეგადარა, მას კი სასწრაფოდ ბიცოლა დაეთანხმა !…. გეუბნებოდა: მე შენზე ფილმს გადავიღებო…(დედაჩემის ძმის ცოლი, რეჟისორი ზაირა ანთელავა -ფაღავა)
საოცრად მღეროდი…!!!
…ერთხელ, ვიღაცა გერმანულ აკორდეონს ჰყიდდა გაჭირვების გამო… მოგაკითხა და გთხოვა, ..-
-უნიჭიერესი კაცი ხარ და შენი მუსიკალურობით ამაზეც დაუკრავო!.. იქნებ გეყიდა ეს აკორდეონი ჩემგანო, შენს ჭიასაც გაახარებ და მადლსაც მოისხამდიო…
შენ რაღა თქმა უნდა სუფრა გაუშალე, დააპურე და კარგადაც გადაუხადე! შემდეგ კი კმაყოფილი გააცილე!
მახსოვს, ხანდახან, რომ გახსნიდი იმ ჩვენს ახალ “მეგობარს”, დაადებდი თავს და ეძებდი აკორდებს… დღითიდღე ფრთებს ასხამდი შენს ჰობს…
რა საოცარი აკორდებით უკრავდი ხოლმე… სულ მეგონა , რომ მხოლოდ შენ უკრავდი ასე ლამაზად, გულიდან…
…..ეხლა ვხვდები, რომ
მართალი ვიყავი….!!! მოგიცუცქდებოდი და გვერდიდან არ გცილდებოდი…. მოდი ,სცადე, ნუ გეშინია არ გიკბენსო მეუბნებოდი:::)))
მპირდებოდი შენც გასწავლიო…!!!
…თუ მუსიკა გულიდან მოდის, ყველაფერზე შეძლებ დაკვრასო! მთავარია თავი არ მოიტყუო და ყოველთვის გულწრფელი იყოო….!!!
მერე, სახლი რამდენიმეჯერ გაგვიქურდეს და მორიგ ჯერზე ეს ჩვენი “მეგობარიც” თან წაიყოლეს (((((
…მე აუცილებლად ვისწავლი აკორდეონზე დაკვრას!!!
წითელ აკორდეონზე…

Maia Sastsraposhvili Ioreli Zalataja

მსგავსი სტატიები

Leave a Comment