ნინო შავდიას ძირითადად სიცილის თერაპიით იცნობენ. ბევრმა იმის შესახებ არაფერი იცის, რომ ის ასევე „კობიდოს“ სერთიფიცირებული მასაჟისტი გახლავთ. ხოლო, ვინც ეს იცის ამბობს – “ჯადოსნურ ხელები” აქვს და სასწაულებს ახდენსო.
„ჯადოსნობა და სასწაულები არაფერ შუაშია“ – ეღიმება ქალბატონ ნინოს. უბრალოდ „კობიდოს“ სეანსის შემდეგ ნეგატივისგან თავისუფლდებიან და თავს იმდენად კარგად და მსუბუქად გრძნობენ, რომ ამას სასწაულს მიაწერენ.
-როგორც ვიცი ბიოდენებიც აღმოგაჩნდათ,
– დიახ და ეს ძალიან მიწყობს ხელს მასაჟის დროს ადამიანთან ურთიერთობაში. ამიტომაც აქვს ამ მასაჟს სამკურნალო დატვირთვა.
–შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გვითხრათ „კობიდოს“ შესახებ?
-„კობიდო“, სახის იაპონური მასაჟია. რომელსაც ინდოეთში, ქალაქ პუნაში დავეუფლე, იქ სადაც ოშოს სამედიტაციო ცენტრია განთავსებული და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანმა ფსიქიური თუ სულიერი წინსვლა განიცადოს. იქ ფუნქციონირებს 45-დან 55-მდე სხვადასხვა სახის ჯგუფი. იოგის, აღმოსავლური ორთაბრძოლის, მასაჟის… ამ სამედიტაციო ცენტრშივეა განთავსებული აღმოსავლური მედიტაცია დასავლეთის ფსიქოთერაპიასთან შეზავებული, ისინი ადამიანის სრულყოფისთვის მუშაობენ. „კობიდოც“ ამას ემსახურება. ის მრავალი ელემენტისგან შედგება.
–ანუ „კობიდო“ მხოლოდ სახეს არ მოიცავს?
-არა, მარტო სახე არ შედის ამ მასაჟში, ის მოიცავს თავს, კისერს, მხრებს, ბეჭებს. ბოლო 10 წუთი აკუპუნქტურის წერტილებზე ვმუშაობ მთელ სახეზე, რაც ხელს უწყობს ადამიანის თავში სისხლის მიმოქცევას. ამ ნევროზის საუკუნეში ეს მასაჟი ჩემთან მოსულ ყოველ მსურველს ნეგატივისგან ათავისუფლებს. გრძობენ სიმსუბუქეს, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს უარყოფითი ფიქრების გადინება და პოზიტივის შემოდინება ხდება.
–როგორც ვიცი სახის მასაჟს ბევრი დადებითი შედეგი მოაქვს კანისთვის
-რა თქმა უნდა, მისი საშუალებით კანი უფრო მკვრივი, ნაზი და ახალგაზრდა ხდება. მასაჟის შედეგად ქრება დაძაბულობა, მცირდება მიმიკური ხაზები და ნაოჭები, როგორც გითხარით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. ის ხელს უწყობს კანის ტენიანობის ბალანსის შენარჩუნებას. ასევე ხდება ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნა. თავის ტკივილის, შაკიკის, პრემენსტრუალური სინდრომის და სტრესების შემსუბუქება.
–როგორც ვიცი ამ ყოველივესთვის მადლობა ბევრჯერ უთქვამთ თქვენთვის
-საბედნიეროდ ასეა და ეს ძალიან მახარებს. ამის შედეგად შემოთავაზება მქონდა თურქეთიდან, სადაც ოფიციალური მიწვევით სამჯერ ვიყავი, დავრჩენილიყავი და სხვებისთვისაც მესწავლებინა „კობიდო“. თუმცა, დარჩენა ვერ შევძელი.
–რამდენი მასაჟი უნდა გაიკეთოს ადამიანმა რომ შედეგი მიიღოს და რა თანხასთან არის ეს დაკავშირებული?
-ერთი მასაჟის საფასური 25 ლარია. მასაჟი 45წუთი გრძელდება და დღეჩაგდებით კეთდება, ერთი კურსი 6-8 მასაჟისგან შედგება. მერე სამთვიანი პაუზაა საჭირო. „კობიდოს“ შედეგად სულიერი სიმშვიდე, სიმსუბუქე და ამასთანავე გლუვი, ბზინვარე და მკვრივი კანი გარანტირებულია.
მობ: 598379925 ნინო შავდია
სახ: 2521172