fbpx

გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს

ავტორი ნინო გონგაძე
8.3K ნახვა

ფსიქოლოგთა და მედიცინის დოქტორთა ასოციაციამ ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, განაცხადა რომ კლინიკური ექსპერიმენტების შედეგად დაასკვნეს, რომ არსებობს რაღაც ტიპის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ.

ეს საოცარი განცხადება დაფუძნებულია იმ კვლევის დასკვნაზე, რაც სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობით სიკვდილთან მიახლოებული პაციენტების კვლევამ ცხადყო.  ეს ექსპერიმენტი კლინიკური სიკვდილით „აძინებდა“ პაციენტებს 20 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ისინი ჩვეულ ფორმას უბრუნდებოდნენ.

ექსპერიმენტი 944 მოხალისეზე იქნა ჩატარებული და 4 წელი გაგრძელდა. მედიკამენტთა რიცხვში შედიოდა ეპინეპრინი და დიმეთილტრიფტამინი ( ჰალუცინოგენი ), რაც ორგანიზმს კლინიკური სიკვდილის მდგომარეობის დაძლევაში ეხმარებოდა. სხეული კომატოზურ მდგომარეობაში გადაჰყავდათ სხვა პრეპარატების დახმარებით, რომელიც სისხლში შემავალი ოზონით იწმინდებოდა 18 წუთის შემდეგ.

ეს ძალიან ხანგრძლივი ექსპერიმენტი საფუძვლად დაედო კარდიოპულმონალური დაკითხვის მანქანის შექმნას, რომელსაც ავტოპულსი ეწოდება. ეს ხელსაწყო უკვე გამოიყენება მედიცინაში, ისეთი პაციენტების გადასარჩენად, რომლებიც 40 წუთიდან 1 საათამდე პერიოდით იყვნენ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში.

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ექიმი ბერჰოლდ აკერმანი მეთაურობდა, ჩაატარა მონიტორინგი და შეაგროვა მტკიცებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა რომ გარკვეული ტიპის განსხვავებები აღინიშნება თითოეულ საქმეში, ყველა მათგანს ერთიდაიგივე მოგონება აქვს კლინიკური სიკვდილისას. და მოხალისეთა უმეტესი ნაწილი ერთნაირი ემოციით აღწერს ამ მდგომარეობას.

მეცნიერები ამბობენ, რომ მათი დასკვნები ბევრს ადამიანს გააოცებს, რადგან შეგრძნებები რომლებსაც ექსპერიმენტში მონაწილე პირები გადმოგვცემენ ემთხვევა  რელიგიურ რწმენაში არსებულ სხვადასხვა საკითხებს, რომლის ინციდენტიც ყოფიერებაში არასოდეს ყოფილა. ექსპერიმენტის წევრები იყვნენ როგორც ქრისტიანები, ასევე მუსულმანები, ებრაელები, ინდუსები და ათეისტები.

სიკვდილთან მიახლოებულ გამოცდილებას ჰიპოთეზის დონეზე განიხილავდა ბევრი სამედიცინო ჟურნალი, რაც ჰალუცინაციებზე დაყრდნობით საბუთდებოდა, მაგრამ დოქტორმა აკერმანმა და მისმა გუნდმა, წარმოგვიდგინა შედეგი როგორც მტკიცებულება სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის არსებობისა და გონებასა და სხეულს შორის არსებული დუალიზმის ფორმის არსებობისა.

„ვიცი რომ შედეგები ბევრი ადამიანის რწმენას შეაშფოთებს“ ამბობს ექიმი აკერმანი. მაგრამ ამ ექსპერიმენტით ჩვენ ისტორიის ყველაზე დიდ შეკითხვას ვუპასუხეთ და იმედია ამის გამო ხალხი გვაპატიებს. დიახ, არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდგომ და როგორც დადგინდა ეს ყველა ადამიანზე ვრცელდება. 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment