fbpx

ბედნიერება – თუ ამას გააკეთებთ, თქვენ შეძლებთ ნამდვილ ფრენას …

ავტორი ჟოლო
1,885 ნახვა

თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება!!!

უბრალოდ ირწმუნეთ ეს….

თუმცა…

ცხოვრება არც ასეთი მარტივია

მაგრამ არც ასეთი რთულიც…

და რა, თქმა უნდა, არის მასში ქარიშხალიც…

დაცემაც…

იმედგაცრუებაც,

მომენტები, როცა ვერ გიგებენ სხვები.

ხვდებით არასასიამოვნო გარემოებებში

ხდება დრამაც,

ყოვედღიური, მოსაწყენი ერთფეროვნება,

და სხვა უამრავი წვრილმანები.

მსოფლიო ტრიალებს ერთი და იგივეს გარშემო. არაფერი ახალი არ ხდება ამ დედამიწაზე.

მიდიან უახლოესი ადამაინები…

იბადება და ჩნდება ახალი სიცოცხლე…

ყოველ წამს გვიწევს არჩევანის გაკეთება და ჩვენ ვირჩევთ,

ყოველი ჩვენთაგანი თავისუფალია არჩევანში.

ყველა ჩვენთაგანს თავისი სამყარო აქვს.

იყავით მოქნილები, მიზანდასახულები, შეუპოვრები, გალანტურები…

 იყავით გონებაგახსნილნი, კრეატიულნი, მშვიდნი..

არ შეგეშინდეთ გრძნობების გამომჟღავნების,

თქვენი ნამდვილი გრძნობების…

იყავით იღბლიანები და გაარკვიეთ რა გინდათ…

მხოლოდ ზუსტად განსაზღვრეთ:

იპოვეთ თქვენში „შინაგანი ბავშვი“ და მიეცი მას მთელი სითბო,

თუ ამას გააკეთებთ, მაშინ თქვენ შეძლებთ ნამდვილ ფრენას და ყველაფერს შექმნით სიყვარულით…

დაკავდით სიყვარულით, მხოლოდ სიყვარულით

აკეთეთ ყველაფერი სიყვარულით: იბრძოლეთ სიყვარულით

დანებდით სიყვარულით ან არ დანებდეთ,

მაგრამ იცოდეთ

სწორედ სიყვარული და არა ომი, ცვლის ყველაფერს

უკეთესობისკენ!!!

სიყვარული ეს არის მუდმივი მოძრაობა, შენება, განახლება, შემოქმედება და ამიტომაც, სწორედ მისი წყალობით ვიზრდებით…

ჩვენ გვიყვარდა ბავშვობაში, გვიყვარს ახალგაზრდობაში… გვიყვარს ვირტუალურად…

ჩვენ გვიყვარს სიბერეში, შევიგრძნობთ სიყვარულს მთელი არსებით სიცოცხლეში და გვიყვარს სიკვდილის მერე…

და თუ  თავს, რატომღაც, გრძნობ მარტოსულად

იცოდეთ, სიყვარული ეს არ არის, პარტნიორის ყოლა ან არ ყოლა,

სიყვარული სულის მდგომარეობაა, გულისა და სულის სითბოა!

ეს ის სითბოა… რომელიც მიმართულია სხვისკენ…

და როდესაც ამ სითბოს ყველა ერთად გავცემთ…

ეს მუშაობს გესმის?..

სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, ორგანიზმია და ჩვენ მისი უჯრედები ვართ. როცა რომელიმე უჯრედი იწყებს ცხოვრებას მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ის გადაიქცევა სიმსივნურ უჯრედად და ორგანიზმი მასზე ამბობს უარს

ნამდვილ სიყვარულს გამოვყავართ, სამყაროს ეგოისტური აღქმიდან და ის გვაერთიანებს.

სიყვარული გვცვლის ჩვენ, ჩვენ კი ვცვლით სამყაროს!!!

ჩვენ მოვევლინეთ ამ სამყაროს ერთადერთი მიზეზით – ვისწავლოთ სიყვარული!!!

და გვიყვარდეს არა ფარისევლურად, არამედ მთელი გულით და სულით!!!

… და მაშინ ვიპოვი ბედნიერებას!!!

იყავით ბედნიერნი!

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment