„რა გხიბლავს ამ სამყაროში ასე ძალიან, როცა ოქროს საბადოები გაქვს სულში? შენში შადრევანი ჩქეფს და შენ კი ცარიელი სურით დადიხარ. ცხენზე შემჯდარი სოფელ-სოფელ დაეხეტები და ყველას ეკითხები: ჩემი ცხენი ხომ არ დაგინახავთ? ოთახიდან ოთახში გადიხარ და ბრილიანტის ყელსაბამს ეძებ, რომელიც ყელზე გიკეთია.შენ რომ შეგეძლოს იცნობდე საკუთარ თავს, თუნდაც სულ წამით, რომ შეგეძლოს შენი უმშვენიერესი სახისთვის თვალის შევლება, ეგებ ასე ღრმად არც ჩაგეთვლიმა მაგ თიხის ჭურჭელში“…
ჯალალ ედ-დინ რუმი
***
«როდესაც ღრმად ვართ დაჭრილნი, მანამ ვერ მოვიშუშებთ იარებს, სანამ არ ვაპატიებთ. პატიება არ ცვლის წარსულს, მაგრამ გზას უხსნის მომავალს.»
დალაი ლამა
***
«შეუპოვრობის საფუძველზე ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.»
ბენჯამინ ფრანკლინი
***
გონება, რომელიც ერთხელ მაინც გააფართოებს საკუთარ საზღვრებს, ძველს არასდროს დაუბრუნდება
ალბერტ აინშტაინი
***
«ბედნიერი მაშინ ხარ, როცა რასაც ფიქრობ, რასაც ამბობ და რასაც აკეთებ ერთმანეთთან ჰარმონიაშია.»
მაჰათმა განდი
***
«მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ნელა მოძრაობთ, მთავარია არ გაჩერდეთ».
კონფუცი