კვლევებით დამტკიცებული ფაქტია, რომ საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმის მიღწევისთვის საჭიროა 10 000 საათიანი მუშაობა და პრაქტიკა.
რამდენიმე წლის წინ, შეისწავლეს მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს ლიდერების პირადი ისტორიები: ილონ მასკი, ოპრა უინფრი, ბილ გეითსი, უორენ ბაფეტი, მარკ ცუკენბერგი და სცადეს გაერკვიათ რა პრინციპები აქვთ მათ პრაქტიკაში წარმატების მისაღწევად დანერგილი.
მიუხედავად, იმისა რომ უმეტესობა ამ ლიდერებისა ძალიან დაკავებულია, გამოყოფილი აქვთ დღეში მინიმუმ ერთი საათი ( ან კვირაში ხუთი საათი) რომელიც განკუთვნილია მიზანმიმართული სწავლისთვის და პრაქტიკისთვის და ამ ფენომენს 5 საათის წესს უწოდებენ.
აი, როგორ მისდევენ საუკეთესო ლიდერები 5 საათის წესს:
1. კითხვა
ოპრა უინფრის წარმატება დიდწილად წიგნებს უკავშირდება. „წიგნები იყო მთავარი გადასასვლელი ჩემ პერსონალურ თავისუფლებაში.’’ იგი გვიზიარებს როგორც თავისი, ასევე მსოფლიო წიგნების კლუბის წევრების განსაკუთრებულ ჩვევებს.
Mark Cuban ყოველდღე 3 საათზე მეტს კითხულობს;
Arthur Blank მეწარმე, კითხულობს დღეში 2 საათს;
მილიარდელი მეწარმე David Rubenst კვირაში კითხულობს რამდენიმე წიგნს;
მილიარდელი Dan Gilbert ‘’Cleveland Cavaliers’’ დამფუძნებელი დღეში 1 დან 2 სააამდე კითხვას უთმობს.
ბილ გეითსი წელიწადში 50 წიგნს კითხულობს.
2. ფიქრი
მეორე შემთხვევაში 5 საათის წესი გამოხატავს ფიქრის დროს. ‘’AOL’’ -ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ არმსტრონგი, თავის გუნდს უწესებს კვირაში 4 საათს მხოლოდ ფიქრისთვის.
ლინკდინის აღმასრულებელი დირექტორი Jeff Weiner-ს დაგეგმილი აქვს დღეში 2 საათი მხოლოდ ფიქრისთვის და ახალი გეგმების მოსამზადებლად.
Brian Scudamore 250 მილიონ დოლორიანი კომპანიის (O2E Brands) დამფუძნებელი, კვირაში 10 საათს უთმობს იდეებზე ფიქრს .
მილიარდელი მეწარმე Sara Blakely ერთ-ერთ ინტერვიუში გვიზიარებს, რომ მას აქვს 20-ზე მეტი წიგნაკი, რომელშიც აღნიშნული აქვს ყველაფერი რაც კი თავს გადახდენია ცხოვრებაში და ისიც თუ რა შედეგები მოჰყვა მათ. ამგავრად ის აგროვებს გამოცდილებას, რომელსაც მომავალში გამოიყენებს.
3. ექსპერიმენტი
საბოლოოდ, 5 საათის წესი ფორმირდება ექსპერიმენტად. ამას მთელი თავისი ცხოვრება საუკეთესოდ იყენებდა ბენჯამინ ფრანკლინი ექსპერიმენტისთვის და თანამოაზრეების მართვისთვის.
ცნობილია, რომ Google თავის თანამშრომლებს უფლებას აძლევს სამუშაო დროის 20% ახალი პროექტებზე ექსპერიმენტებს დაუთმონ.
Facebook ხელს უწყობს ექპერიმენტებს შემდეგი სახით: თანამშრომლებს თვეში ერთხელ ”უსაქმურად” ყოფნის შესაძლებლობის მიცემით.
5 საათის წესის ძალა: დროის გაუმჯობესება
იმ ადამიანებმა, ვინც პრაქტიკაში დანერგა 5 საათის წესი, ცხოვრებაში საინტერესო თავგადასავლები აქვთ. ზოგიერთს ეს იდეა ასოციაციას უქმნის მხოლოდ მძიმე მუშაობასთან. პროფესიონალების უმეტესობა კი ფოკუსირებულია პროდუქტიულობასა და ეფექტურობაზე. შესაბამისად, მოცემული 5 საათის წესი შეგიძლიათ ეფექტურად გამოიყენოთ მხოლოდ სწავლისთვის და პროფესიული განვითარებისთვის.
შევხედოთ 5 საათის წესს იმავე გზით როგორც ვარჯიშს. ვარჯიში ეს მუდმივი პროცესია ისევე როგორც სწავლა. თუ გინდა წარმატების მოპოვება და საუკეთესო შედეგები გახადე ეს ცხოვრების მუდმივ წესად.
კომპანია AT&T აღამასრულებელი დირექტორი, ნიუ-იორკ თაიმსთან ინტერვიუში ამბობს: ’’ვინც კვირის განმავლობაში 5- დან 10 საათი არ დახარჯა სწავლა-განვითერებაზე, ის უკვე ‘’მოძველებული ტექნიკაა.’’