fbpx

სიჩუმის 40 წუთი

ავტორი ჟოლო
3.6K ნახვა

ხმაურიანი ადამიანი ვერასდროს მოიპოვებს ნეტარ სიმშვიდეს, აქ აუცილებელია სიჩუმის მუსიკა.

ჩვენი გონება ზედმეტად ხმაურობს. თავში დაგვაქვს, ყველანაირ სისულელეზე მოზუზუნე ბაზარი და არაერთი ადამიანია ასეთ მდგომარეობაში.  შინაგანად შევყარეთ ბრბო და ყველა ერთმანეთს ეჩხუბება, ეჯიკავება და მიისწრაფვის ძალაუფლებისკენ. ჩვენი გონების თითოეულ ფრაგმენტს სურს გახდეს ყველაზე მთავარი. ეს მთელი შინაგანი პოლიტიკაა.

ნეტარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ცნობიერებაში ომს მოეღება ბოლო. ამ ომის შეწყვეტა შეიძლება; არცთუ ისეთი რთულია ამაღლდე მასზე. ყველაფერი, რაც ამისთვის დაგჭირდება ეს არის გაცნობიერება.

დაიწყე გონებაში ხმაურის დაკვირვება. გააკეთე ეს გამუდმებით და გაცნობიერებ – როგორ შეგიქნია თავში სრული საგიჟეთი და შენ გიწევს ამ საშინელებაში ცხოვრება!

დაკვირვების წყალობით ხდება სასწაული: ის, რასაც აკვირდები ქრება და იმ წუთშივე, როცა ის ქრება აღმოჩნდები მხოლოდ და მხოლოდ, მდუმარებაში. თავიდან ჩნდება, აზრებს შორის, მცირე ინტერვალი. მალე შუალედი ხდება დიდი; გეწვევა ხშირად და ხანგრძვი დროით.

ძველმა მისტიკოსებმა გამოითვალეს – და მათ სრულიად ვეთანხმები – თუ ადამიანს შეუძლია სრულ მდუმარებაში ყოფნა ორმოცი წუთი, ის ხდება გასხივოსნებული, ის მიდის აბსოლუტურ ნეტარებამდე. ამის მერე, უკვე, უკან დასახევი გზა არ არის.

შენ სცდები დროის საზღვარს, სცდები ქვიშათა სივრცეს. შენ აღწევ მარადიულობას.

ოშო

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment