fbpx

“თევზი მუხრანი” – ნდობაზე დაფუძნებული ოჯახური ბიზნესი

ავტორი დადუნა ნადარაია
178 ნახვა
0 კომენტარი
3

თუ თევზეულის მოყვარული ხარ და გამორჩეული გემოები გიყვარს, მუხრანს უნდა ეწვიო და წიფელზე შებოლილი ხარისხიანი თევზი დააგემოვნო. საოჯახო ბიზნესი „თევზი მუხრანი“  28 წელია მომხმარებელის ნდობით  სარგებლობს.

მუხრანის თევზს დღეში 2000  მომხარებელი აგემოვნებს. მხოლოდ კმაყოფილი და არც  ერთი უკმაყოფილო კლიენტი მოტივაციაა გუნდის თითოეული წევრისათვის. ტელეფონის  ნომერი  ეტიკეტზევე აქვთ  განთავსებული, რომ  უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ მომხმარებელთან და მათი ინტერესები გაითვალისწინონ.

 თევზის სახეობის მრავალფეროვნებასა და სხვა საინტერესო დეტალებზე, თავად ბიზნესის მფლობელი  ბესო  უსანეთაშვილი გვესაუბრება.

  – რა  უპირატესობით  სარგებლობს  თქვენთან  მოსული მომხმარებელი?

– მთავარი უპირატესობა მაინც გამოცდილებაა, რომელიც აყალიბებს მაღალ გემოვნებას და აქედან გამომდინარე ვინარჩუნებთ მიმზიდველ გემოს. ვცდილობთ,  გამორჩეული თევზეულის გემოს კულტურა  დავამკვიდროთ  ბაზარზე.  ჩვენს საოჯახო  ბიზნესში  საქმისადმი  სიყვარული, პასუხისმგებლობა  და ხარისხის  შენარჩუნება  ოჯახის თითოეული წევრის მიზანია.

საკუთარ  ბიზნესს  მრავალი წელია ვხელმძღვანელობ და პასუხისმგებელი  ვარ  ხარისხზე,  სანდოობა ჩემთვის ძალიან  მნიშვნელოვანია.  ამის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ  “თევზი  მუხრანი”  მთელ საქართველოს  ამარაგებს  პროდუქციით,  მარაგის  შევსებას  სხვადასხვა  სადისტრიბუციო კომპანიები  ახორციელებენ.

როგორ  და რომელი თევზის შებოლვა  ხდება თქვენთან და  რა  წესებს  იცავთ  ხარისხიანი  პროდუქტის  მისაღებად?

– ჩვენთან ხდება ნებისმიერი თევზის შებოლვა, რომელიც მაღალი ცხიმიანობით გამოირჩევა (უცხიმო თევზი ფიზიკურად არ იბოლება) სკუმბრია ცივი წყლების, მოივა,  სალაკა, სტავრიდა, ორაგული, ასევე ქაშაყი მარილწყალში, და  კაპარჯინა (ლეშა) გამომშრალი.

ნებისმიერი თევზის წარმოებაში გაშვებამდე  ორჯერ  და  სამჯერ მიწევს ცდების  ჩატარება, რომ  დავრწმუნდე, რამდენად  ხარისხიანია  თევზის  ის  პარტია, რომელსაც  მთავაზობენ.  თევზი ჯერ ირეცხება, მარილდება 3-4 დღის მანძილზე, ისევ ირეცხება, შრება და იბოლება ქართული წიფლის ნახერხის ბოლზე (გაშრობა-შებოლვის დრო 24 საათია)

  – რა  სირთულეების  გადალახვა  გიწევთ  ხარისხისა  და  ნდობის  შესანარჩუნებლად?

 – მთავარი სირთულე მაინც ნედლეულის შერჩევა-გამოცდაშია, რასაც დაახლოებით 10 დღე სჭირდება. ამ ეტაპზე გაფართოვებას არ ვაპირებთ, რადგან  დაქირავებული მუშახელი ამ საქმეს იმ ხარისხით ვერ აკეთებს, როგორც მე და ჩემი ოჯახის წევრები. ძალიან გვიყვარს საქმე , რომელსაც უკვე დიდი ხანია ვაკეთებთ და ზუსტად ვიცით თუ რას ვთავაზობთ მომხმარებელს.

ასე რომ, თუ გიყვართ  მეგობრებთან  ერთად ლუდის დაგემოვნება, მოგწონთ თევზეულის  გამორჩეული გემო, თევზი  მუხრანიდან  განტვირთვის  დღეებს  განსაკუთრებულ გემოს  შეჰმატებს.

0 კომენტარი
3

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი