„სანამ ხელიდან წაგივიდოდეთ, დატკბით თქვენი ახალგზრდობით. უქმად ნუ გაანიავებთ ამ ოქროს წლებს, ნუ მოუსმენთ ფარისეველთა და სიწმინდის ამაო მქადაგებელთა თავმოსაბეზრებელ ბოდვას, ნუ შეეცდებით გამოასწოროთ ის, რაზედაც მარადისობამ სამუდამოდ ხელი ჩაიქნია და სამარადჟამოთაც ასევე დარჩება. თქვენ პირად ცხოვრებას უმეცართ, უხამს და ბილწ, არაფრისმაქნის მდაბიოთ ნუ ჩაუგდებთ ხელთ. ნუ გაჰყვებით ჩვენი საუკუნის ავადმყოფურ მიზნებსა და მაცდურ იდეებს, იცხოვრეთ იმ წარმტაცი და მომხიბვლელი ცხოვრებით, რაც თქვენს არსებაში საიდუმლოდ შეუნახავს არსთაგამრიგეს, ხელიდან ნუ გაუშვებთ ამქვეყნიურ სიამეს. ეძიეთ ახალ-ახალი განცდანი და ნურაფრის შიშს გულში ნუ გაივლებთ…“
„მხოლოდ გონებაშეზღუდულ ადამიანებს ესაჭიროებათ წლები, რომ განცდები თავიდან მოიშორონ. ადამიანს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი დასძლიოს, ასევე თავისუფლად შეუძლია იხსნას თავი უმძიმესი მწუხარებისაგან და სრულიად იოლად მიაგნოს ახალ სასიხარულო განცდებს.“
ოსკარ უაილდი
„დორიან გრეის პორტრეტი“