ვისთვისაც საინტერესოა მრავალფეროვანი ცხოვრების სტილი, პიროვნული ზრდა, საკუთარ თავზე მუშაობა, მოგზაურობა, შთამაგონებელი ისტორიები, პირადი მაგალითები, წარმატება, მიზნები, მაშინ აუცილებლად გამოიწერეთ თინი ბასილაიას ინსტაგრამის გვერდი https://www.instagram.com/tinatin_basilaia/
თინი ბასილაია: აქ არის ყველა სიახლე, წიგნებზე, ტრენინგებზე, პროექტებზე, კურსებზე, აქ ტარდება ყველა აქტივობა. საინტერესო ლაივები, შთამაგონებელი პოსტები, ვიდეოები, პოდკასტები, მარათონები და მარათონების ჩანაწერები. ასევე ვიწვევ სტუმრებს საინტერესო თემებით, როგორც ქართველ, ჩემს უცხოელ კოლეგებსაც.
– უახლოეს ხანში ვინ გეყოლებათ სტუმრად და რა თემაზე ისაუბრებთ?
– მოწვეული მყავს აღმოსავლეთმცოდნე და ალტერნატიული თერაპევტი ლევან რამიშვილი, რომელიც ჰოლოტროპული სუნთქვის სეანსებზე ისაუბრებს. ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა ჰოლოტროპული სუნთქვით, ამიტომ მოვიწვიე ლევან რამიშვილი, ჩემი სტუმრისგან ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავ პასუხებს მივიღებთ, რადგან ის თავად უძღვება ამ სეანსებს.
პირდაპირი ჩართვა იქნება 14 აგვისტოს 19:00 საათზე.
გაჰყევით თინის ინსტაგრამ გვერდზე https://www.instagram.com/tinatin_basilaia/