როგორ ვაზროვნებ მე
ჩემთვის არსებობს სამი რამ, ღმერთი, მიზიდულობა და საიდუმლოება.
ღმერთმა შექმნა სამყარი, დედამიწას მიეცა მიზიდულობის ძალა და საიდუმლოებით მოცულ დედამიწაზე ვცხოვრობთ ჩვენ.
ვეძებთ, ვცდილობთ ამოვხსნათ და გავიგოთ, რა ხდება სამყაროში, ჩვენში და ირგვლივ.
რა ხდება სამყაროში
მე არ მომეცა ამის ნიჭი შევიცნო რა ხდება კოსმოსში, თუმცა მაქვს ჩემი მოკრძალებული აზრი.
რა ხდება ჩემში
მე დიდხანს ვსწავლობდი და ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს, შესაძლებლობებს, ქმედებებს, თვისებებს და ბუნებას. ვეძებდი იმ საიდუმლოს, რატომ მოვედი ამ ქვეყვად. ზუსტად მივხვდი ჩემს გულითქმას, ბოროტებას და სიკეთეს.
ვიფიქრე და მივხვდი სიცოცხლის არსს, ავირჩიე სიმშვიდე და სიკეთე, ვიპოვე საკუთარი თავი. მივხვდი, უნდა მიყვარდეს სიცოცხლე და მახსოვდეს სიკვდილი.
საკუთარი თავის შეცნობის შემდეგ, დავიწყე თითოეული ადამიანის შესწავლა, ახლაც ამ პროცესში ვარ.
რა ხდება ირგვლივ
შური, ბოროტება, დაცინვა, წაგლეჯვა, ძარცვა, მკვლელობა, შეურაცხოფა, ჯიბრი, უმადურობა, გაუტანლობა და ღალატი, ყველაფერი ცუდი.
სიყვარული, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება, წარმატება, გულისხმიერება, მადლიერება, გატანა და ერთგულება, ყველაფერი კარგი.
ოღონდ ეს ყველაფერი ერთმანეთში ისეა აზელილი თუ გონიერი არ ხარ, შეიძლება ვერ მიხვდე ვინ ვინ არის.
ადამიანი და ბუნება შერწყმულია ერთმანეთთან
ცუნამი, ღვარცოფი, მიწისძვრა, წყალდიდობა და სტიქიური კატასტროფები ძალიან ჰგავს ბოროტ, შურიან ადამიანებს.
ულამაზესი ბუნება, ტყე, ბაღნარი, ყვავილები, მშვიდი ზღვა და ოკეანე, ძალიან ჰგავს მშვიდ კეთილ, ღვთისნიერ ადამიანს.
ყველაფერი დამოკიდებულია მიზიდულობის ძალაზე
ნეგატივი იზიდავს ნეგატივს.
თუ თქვენ გეშინიათ, ან ვინმეს ეშინია თქვენი, ცუდის მოლოდინში ხართ, ფიქრობთ უარყოფითზე, გაქვთ ცუდი გულისთქმა, შური, აგრესია, ეჭვი, ცილისწამება და უიმედობა, ეს ყველა ემოცია ეცადეთ განაგდოთ, ვინაიდან, ნეგატიური ფიქრები და დამოკიდებულება იზიდავს ნეგატივს.
თქვენ უნდა გეშინოდეთ მხოლოდ საკუთარი თავის.
უნდა გეშინოდეთ თუ თქვენ საკუთარ ემოციებს ვერ მართავთ.
პოზიტივი იზიდავს პოზიტივს და ხარ ბედნიერი, წარმატებული, გიყვარს და უყვარხარ ყველას. ახარებ ადამიანებს და გახარებს ღმერთი…
გიორგი ჯაჯანიძე