ეს თემა ადამიანის ცხოვრების, სიცოცხლის არსზეა. ამაზე ბევრი დაწერილა და თქმულა. ამჟამად ჩემი მოსაზრებები მინდა გავახმოვანო ( არა საკამათოდ) – წერს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია
პიროვნების ცხოვრებაში დგება დრო, როცა ის იწყებს გადაფასებებს განვლილი გზის და გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის – სწორად ვიცხოვრე… რომ შემეძლოს შეცვლა..
პიროვნული ზრდის სამყაროში არასდროს არ არის გვიან, იმუშაო საკუთარი თავის ფორმირებაზე და შექმნა შენი “მე” თავიდან. ამისთვის საჭიროა მზაობა და პასუხისმგებლობის აღება საკუათარ ქმედებებზე.
„ცხოვრება ეს არის გამოწვევა – მაშ, მიიღე ეს გამოწვევა.
ცხოვრება ეს არის საჩუქარი – მაშ, გაიხარე და გამოიყენე გონივრულად.
ცხოვრება ეს არის თავგადასავალი – მაშ, იყავი გაბედული და შეუპოვარი.
ცხოვრება ეს არის სევდა – მაშ, დასძლიე ცხოვრების სევდა.
ცხოვრება ეს არის ტრაგედია – მაშ, შეძელი გაძლიერდე.
ცხოვრება ეს არის მოვალეობა -მაშ ,შეასრულე შენი მოვალეობა.
ცხოვრება ეს არის თამაში – მაშ, ითამაშე ღირსეულად.
ცხოვრება ეს არის საიდუმლო – მაშ, ამოხსენი ეს საიდუმლო.
ცხოვრება ეს არის სიმღერა – მაშ, იმღერე შენი სიმღერა.
ცხოვრება ეს არის შანსი – მაშ , არ გაუშვა ხელიდან.
ცხოვრება ეს არის პირობა – მაშ, შეასრულე პირნათლად.
ცხოვრება მშვენიერია – მაშ, შეიგრძენი მისი სიდიადე.
ცხოვრება ეს არის ბრძოლა – მაშ, ჩაები ბრძოლაში და არ დანებდე.
ცხოვრება ეს არის მიზანი – მაშ, მიღწიე მიზანს.
ცხოვრება ეს არის თავსატეხი – მაშ, დაალაგე ის.“
ახალი არაფერია იმაში, თუ დავწერ – ყველაფერი თქვენს ხელშია. როგორც ყოველთვის, თქვენი ცხოვრების შემოქმედი, მხატვარი, მწერალი ხართ თავად თქვენ.
მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ
დღეს თქვენ გაქვთ, გუშინდელი დღის ქმედებების შედეგი. თქვენს დღევანდელ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ხვალინდელი დღე.
მადლიერებით თამარ კვარაცხელია!