fbpx

„მოისროლე „წვრილმანი აზრების“ ბორკილები“ – რობინ შარმა

ავტორი ჟოლო
4.5K ნახვა

დაიმახსოვრე: ვერაფერი შეაჩერებს ადამიანს, თუ მას შეჩერება არ სურს. ადამიანთა უმრავლესობას ნამდვილი მარცხი არც განუცდია – მან უბრალოდ ბრძოლაზე თქვა უარი. ხოლო წინააღმდეგობების უმეტესი ნაწილი, რომელიც ოცნებისაკენ სვლაში ხელს გიშლის, შენ თავადვე აღმართე… მაშ მოისროლე „წვრილმანი აზრების“ ბორკილები, და ამის ნაცვლად გქონდეს სიმამაცე იოცნებო დიდებულზე და გააცნობიერო, რომ მარცხი – შენი ბედისწერა არ არის.

***

იცოდე რა გინდა, სიცხადე ძალაუფლებაა. გაურკვეველ მიზნებს გაურკვეველ შედეგებამდე მიჰყავხარ.

***

რაც უფრო დიდ მიზანს ისახავ, მით უფრო დიდი ადამიანიუნდა გახდე ამ მიზნის მისაღწევად. ასე რომმიზნის დასახვა უებარი საშუალებაა ძლიერი ხასიათის შესაქმნელად.

***

თქვენ იმისთვის კი არ გიხდიან, რომ უბრალოდ იმუშაოთ. თქვენ გიხდიან იმისთვის, რომ გასცდეთ კომფორტის ზონას, შეეგებოთ ახალ გამოწვევებს და იმუშაოთ იმ პროექტებზე, რომელთა შიშიც გაქვთ.

***

იკითხეთ ჟურნალები, რომლებსაც ჩვეულებრივ არ კითხულობთ. ისაუბრებთ ადამიანებთან, რომელთანაც იშვიათად საუბრობთ. წადით იმ ადგილებში, სადაც არ დადიხართ. შეაჯანჯღარეთ თქვენი აზროვნება, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ის მუდმივად მშიერი, სუფთა და გადახალისებული.

***

როგორ აკეთებთ ერთ საქმეს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორ აკეთებთ ყველაფერს. თითოეულ მოქმედებას მნიშვნელობა ენიჭება.

***

საფუძვლიანი ცვლილების ერთადერთი საშუალება, ყოველდღიური სწავლაა. ინვესტიცია, რომელსაც თქვენს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დებთ, ყველაზე ჭკვიანური დაბანდებაა, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში განახორციელოთ.

რობინ შარმა

მსგავსი სტატიები

Leave a Comment