fbpx

პრობლემები და მისი გადაჭრის გზები

ავტორი admin
190 ნახვა
0 კომენტარი
0

„არის ფაქტორები, რაღაც მოვლენები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ცხოვრებაში. მთავარია, თუ რა რეაქცია და გამოხმაურება გვექნება მოვლენის მიმართ“ – ამბობს პიროვნების ზრდის კოუჩი თამარ კვარაცხელია და პრობლემების გადაჭრის გზებს აცნობს მკითხველს. 

წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი საიდუმლო, მათ მიერ პრობლემის მიმართ დამოკიდებულებაში იმალება, ისინი ნებისმიერ ცხორებისეულ მარცხს პოზიტიურ ასპექტში განიხილავენ.
ბევრი ამბობს, – „პოზიტივი არ მუშაობს, მე ვცადე  დადებითად შემეხედა ჩემი პრობლემისთვის და არაფერი გამოვიდა. ეს ყველაფერი სისულელეაო!“
ეს სკეპტიკოსების აზრია!
რა თქმა უნდა პრობლემა არსებობს და მისგან გაქცევა გამოსავალი არ არის. ადამიანი დაბადებულია იმისთვის, რომ გამოიმუშაოს უნარი პრობლემების გადასალახად და დასაძლევად. უფრო მეტიც, ის გვეგზავნება იმისთვის რომ გავძლიერდეთ, დავბრძენდეთ და გავაგრძელოთ შემდგომი წინსვლა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით. ასე გველაპარაკება სამყარო, შემოქმედი. ის ცდილობს ამ გზით მიგვანიშნოს- მოვიდა დრო, შენს ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვალო!
როცა თქვენს წინაშე წამოიჭრება პრობლემა, რა ხდება ამ დროს? თქვენ თავს გრძნობთ დაკარგულად, უმწეოდ. ფიქრობთ, რომ თქვენი შემთხვევა უფრო სერიოზულია, ვიდრე სხვისი. ამ დროს, არ შეგწევთ უნარი პრობლემას შეხედოთ როგორც  „ცხოვრებისეულ გამოწვევას“, რადგან ეს თქვენს თავს ხდება.
უფრო მეტიც ადამიანების უმრავლესობას მოსწონს გრძნობა, რომელიც იბადება დეპრესიის დროს, რადგან ამ დროს ის  ებრალებათ…
ნუ წუწუნებთ თქვენს პრობლემებზე, იმ იმედით რომ ვინმე შეგიბრალებთ. ისწავლეთეთ კარგის პოვნა, ნებისმიერ სიტუაციაში.                                  შეინარჩუნეთ კონტროლი ნებისმიერ გარემოებებში.
“ცხოვრებისეული გამოწვევა“ უნდა მივიღოთ, როგორც სამყაროს საჩუქარი, რომელიც ჩვენდა სასიკეთოდ არის გამოგზავნილი და რომელიც, საშუალებას მოგვცემს შევიცვალოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი პიროვნული ზრდა.
მაშ ასე – რამდენიმე საჭირო ნაბიჯი პრობლემის გადასჭრელად:
აღიარეთ პრობლემის არსებობა
აღწერეთ პრობლემა
დასახეთ გადაჭრის გზები. იფიქრეთ მხოლოდ პრობლემის გადაჭრაზე
იმოქმედეთ დასახული მიმართულებით
ცხოვრებაში  ჩნდება პრობლემები და ამაში ცუდი არაფერია.  როგორ გადავჭრით მას, თუ არ ვაღიარებთ მის არსებობას? ზოგჯერ ის, იმდენად უმნიშვნელოა რომ არ ღირს ყურადღების მიქცევა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში უმჯობესია აღიაროთ ფაქტი.
შეიძლება გეცნობათ. მაგალითად:
ქმარი ეკითხება ცოლს-“მოხდა რამე?“.  პასუხად ისმის: “არაფერი“ , თუმცა ხმაში იგრძნობა დაძაბულობა და სიცივე.
მოზარდი ბრუნდება სახლში. ჩქარი ნაბიჯებით და კარების ბრახუნით იკეტება თავის ოთახში.  მშობლის კითხვაზე “რა მოხდა?“ პასუხობს- “არაფერი“.
ვერავინ გადაჭრის პრობლემას თუ არ მოხდა მისი აღიარება.
როცა, გადადგით პირველი ნაბიჯი, შემდგომ აღწერეთ რაშია საქმე. გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. ხშირად ადამიანი, დიდი ხნის მანძილზე იტანჯება პრობლემით გამოწვეული შეგრძნებებით, იმიტომ რომ არ სურს ჩაუკვირდეს და მოახდინოს მისი ფორმულირება.
შემდეგი ნაბიჯია, იმოქმედოთ მის გადასაჭრელად და მიიღეთ მისგან გაკვეთილი. აქ, ადამიანების უმრავლესობა ხშირად ვარდება ხაფანგში-არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ილაპარაკოთ გადალახულ პრობლემაზე ისევ და ისევ. ადამიანი, ხშირ შემთხვევაში ეძებს არა პრობლემის გადაჭრის გზებს, არამედ ადამიანებს, ვისაც შეიძლება გაუთავებლად ელაპარაკოს მათზე. ეს საშიში არჩევანია და დაგიჯდებათ ძვირად. იასაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის გადაწყვეტაზე და მოერიდეთ განმეორებით განხილვებს.
ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ მაქს ველის სიტყვები, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: ადამიანი ან გადალახავს პრობლემას ან პრობლემა გადატეხავს მას თავისი სიმძიმით!
აი, დღეს სულ ეს იყო. გისურვებთ, არ შეგაშინოთ პრობლემებმა და მარცხმა. ეს ყველაფერი დროებითია და  ისინი გვევლინებიან ცხოვრებაში ჩვენს გასაძლიერებლად, გამოსაფხიზლებლად და დასაბრძენებლად.

 

თამარ კვარაცხელია: წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი საიდუმლო, მათ მიერ პრობლემის მიმართ დამოკიდებულებაში იმალება, ისინი ნებისმიერ ცხორებისეულ მარცხს პოზიტიურ ასპექტში განიხილავენ.
ბევრი ამბობს, – „პოზიტივი არ მუშაობს, მე ვცადე  დადებითად შემეხედა ჩემი პრობლემისთვის და არაფერი გამოვიდა. ეს ყველაფერი სისულელეაო!“ეს სკეპტიკოსების აზრია!


რა თქმა უნდა პრობლემა არსებობს და მისგან გაქცევა გამოსავალი არ არის. ადამიანი დაბადებულია იმისთვის, რომ გამოიმუშაოს უნარი პრობლემების გადასალახად და დასაძლევად. უფრო მეტიც, ის გვეგზავნება იმისთვის რომ გავძლიერდეთ, დავბრძენდეთ და გავაგრძელოთ შემდგომი წინსვლა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით.

ასე გველაპარაკება სამყარო, შემოქმედი. ის ცდილობს ამ გზით მიგვანიშნოს- მოვიდა დრო, შენს ცხოვრებაში, რაღაც უნდა შეცვალო! 


როცა თქვენს წინაშე წამოიჭრება პრობლემა, რა ხდება ამ დროს? თქვენ თავს გრძნობთ დაკარგულად, უმწეოდ. ფიქრობთ, რომ თქვენი შემთხვევა უფრო სერიოზულია, ვიდრე სხვისი. ამ დროს, არ შეგწევთ უნარი პრობლემას შეხედოთ როგორც  „ცხოვრებისეულ გამოწვევას“, რადგან ეს თქვენს თავს ხდება.

უფრო მეტიც ადამიანების უმრავლესობას მოსწონს გრძნობა, რომელიც იბადება დეპრესიის დროს, რადგან ამ დროს ის  ებრალებათ…


ნუ წუწუნებთ თქვენს პრობლემებზე, იმ იმედით რომ ვინმე შეგიბრალებთ.

ისწავლეთეთ კარგის პოვნა, ნებისმიერ სიტუაციაში.            

შეინარჩუნეთ კონტროლი ნებისმიერ გარემოებებში. 


“ცხოვრებისეული გამოწვევა“ უნდა მივიღოთ, როგორც სამყაროს საჩუქარი, რომელიც ჩვენდა სასიკეთოდ არის გამოგზავნილი და რომელიც, საშუალებას მოგვცემს შევიცვალოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი პიროვნული ზრდა.


მაშ ასე – რამდენიმე საჭირო ნაბიჯი პრობლემის გადასჭრელად:


აღიარეთ პრობლემის არსებობა, აღწერეთ პრობლემა, დასახეთ გადაჭრის გზები. იფიქრეთ მხოლოდ პრობლემის გადაჭრაზე, იმოქმედეთ დასახული მიმართულებით.

ცხოვრებაში  ჩნდება პრობლემები და ამაში ცუდი არაფერია.

როგორ გადავჭრით მას, თუ არ ვაღიარებთ მის არსებობას? ზოგჯერ ის, იმდენად უმნიშვნელოა რომ არ ღირს ყურადღების მიქცევა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში უმჯობესია აღიაროთ ფაქტი.


შეიძლება გეცნობათ. მაგალითად:
ქმარი ეკითხება ცოლს-“მოხდა რამე?“.  პასუხად ისმის: “არაფერი“ , თუმცა ხმაში იგრძნობა დაძაბულობა და სიცივე.

მოზარდი ბრუნდება სახლში. ჩქარი ნაბიჯებით და კარების ბრახუნით იკეტება თავის ოთახში. მშობლის კითხვაზე “რა მოხდა?“ პასუხობს- “არაფერი“.

ვერავინ გადაჭრის პრობლემას თუ არ მოხდა მისი აღიარება.


როცა, გადადგით პირველი ნაბიჯი, შემდგომ აღწერეთ რაშია საქმე. გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. ხშირად ადამიანი, დიდი ხნის მანძილზე იტანჯება პრობლემით გამოწვეული შეგრძნებებით, იმიტომ რომ არ სურს ჩაუკვირდეს და მოახდინოს მისი ფორმულირება.


შემდეგი ნაბიჯია, იმოქმედოთ მის გადასაჭრელად და მიიღეთ მისგან გაკვეთილი. აქ, ადამიანების უმრავლესობა ხშირად ვარდება ხაფანგში-არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ილაპარაკოთ გადალახულ პრობლემაზე ისევ და ისევ. ადამიანი, ხშირ შემთხვევაში ეძებს არა პრობლემის გადაჭრის გზებს, არამედ ადამიანებს, ვისაც შეიძლება გაუთავებლად ელაპარაკოს მათზე. ეს საშიში არჩევანია და დაგიჯდებათ ძვირად. იასაუბრეთ მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის გადაწყვეტაზე და მოერიდეთ განმეორებით განხილვებს.


ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ მაქს ველის სიტყვები, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: ადამიანი ან გადალახავს პრობლემას ან პრობლემა გადატეხავს მას თავისი სიმძიმით! აი, დღეს სულ ეს იყო. გისურვებთ, არ შეგაშინოთ პრობლემებმა და მარცხმა. ეს ყველაფერი დროებითია და  ისინი გვევლინებიან ცხოვრებაში ჩვენს გასაძლიერებლად, გამოსაფხიზლებლად და დასაბრძენებლად.

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი