fbpx

…”და, თუ იცი რისი ღირსიც ხარ, წადი და მიიღე რაც გერგება” …

ავტორი ჟოლო
354 ნახვა

შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ადრე ხელის გულზე ეტეოდი. მე კი ხელში ამყავდი, რათა დედაშენისთვის მეთქვა:

„ეს ბავშვი მსოფლიოში საუკეთესო იქნება. საუკეთესო მათ შორის, ვისაც ოდესმე ვიცნობდი.“ შენ მართლაც კარგი და მშვენიერი ადამიანი გახდი. დიდი სიამოვნება და პრივილეგია იყო ყოველდღიურად შენი ყურება. შემდეგ ის დროც დადგა, როცა საკუთარი ცხოვრება უნდა დაგეწყო და ასეც მოიქეცი. მაგრამ ამ გზაზე, შენ შეიცვალე – საკუთარი თავი დაკარგე. შენ ადამიანებს უფლება მიეცი, სახეზე თითი დაედოთ და ეთქვათ, რომ კარგი არ ხარ. და როცა დაბრკოლებები შეგხვდა სხვების დადანაშაულება დაიწყე.

ნება მომეცი გითხრა ის, რაც უკვე იცი. – სამყარო მხოლოდ მზის სხივებითა და ცისარტყელებით სავსე არ არის. ის უფერული და საზიზღარი ადგილია. არა აქვს მნიშვნელობა როგორი მაგარი ხარ, ის წაგაჩოქებს და ასეც დაგტოვებს, თუ ნებას მისცემ.

არც შენ, არც მე და არც სხვა ვინმეს არ შეგვიძლია მასსავით ძლიერი დარტყმა. თუმცა საქმე იმაში კი არაა, რამდენად ძლიერ ურტყამ, არამედ იმაში თუ როგორ იღებ დარტყმებს და განაგრძობ წინსვლას. ასე ყალიბდება გამარჯვება!

და, თუ იცი რისი ღირსიც ხარ, წადი და მიიღე რაც გერგება, მაგრამ მზად უნდა იყო დარტყმებისთვის და თითები არ უნდა გაიშვირო იმის თქმით, რომ რაღაც არ გამოგივიდა, იმის, ამის ან საერთოდ ვინმეს გამო. მხოლოდ მხდალები იქცევიან ასე, შენ–არა! შენ მათზე უკეთესი ხარ! მანამ, სანამ საკუთარ თავს არ ირწმუნებ ცხოვრება არ გექნება.“

რკინის სიტყვები! – როკი ბალბოას ცხოვრებისეული დარიგება შვილს, ფილმიდან “როკი”

სილვესტერ სტალონემ 1976 წელს გამოსული სპორტული დრამა „როკის“ სცენარი თავად დაწერა. იმ წლის ოსკარების დაჯილდოებაზე სტალონემ ორი ნომინაცია მიიღო – მამაკაცის მთავარ როლსა და ორიგინალ სცენარში, „როკი“ კი წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა. 

https://www.youtube.com/watch?v=-xtR66Aheu4

მსგავსი სტატიები

Leave a Comment