fbpx

„დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მათ განხორციელებას შორის“ – ჯიმ რონი

ავტორი Ann
5.5K ნახვა

ჯიმ რონი, ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, მწერალი და სამოტივაციო საუბრების გმირია. მან საკუთარი კარიერა ბირჟის ბროკერობით დაიწყო. ერთ დღეს მეგობარმა შესთავაზა წასულიყო სამოტივაციო ტრენინგზე, რამაც მასზე გარდამტეხი შთაბეჭდილება მოახდინა და წამოიწყო საკუთარი გაყიდვების ბიზნესი. მოგვიანებით მან შეძელო შეერთებოდა სხვა მსხვილ კომპანიებს და გამხდარიყო უზარმაზარი ქსელის ვიცე-პრეზიდენტი.

წარმოგიდგენთ მის ყველაზე ცნობილ ციტატებს:

„არ ისურვო, რომ რაღაც უფრო მარტივი იყოს, ინატრე, რომ შენ იყო უკეთესი. არ ისურვო, ნაკლები პრობლემა, ისურვე, რომ გქონდეს მეტი უნარები; არ ისურვო ნაკლები გამოწვევა, ინატრე მეტი სიბრძნე.“

„ლიდერობა სიძლიერეა და არა უხეშობა; იყავი კეთილი, მაგრამ არა სუსტი; იყავი გაბედული, მაგრამ არა გამანადგურებელი; იყავი დაფიქრებული, მაგრამ არა ზარმაცი; იყავი თავმდაბალი, მაგრამ არა ზედმეტად მოკრძალებული; იყავი ამაყი, მაგრამ არა ამპარტავანი; გქონდეს იუმორი, მაგრამ არ იყო სულელი.“

„ჩვენ აუცილებლად უნდა ვიტანჯებოდეთ ერთ-ერთით: დისციპლინის ან სინანულის ტკივილით.“

„დღეები ძვირია. როდესაც შენ ხარჯავ ერთ დღეს გრჩება ერთით ნაკლები, ამიტომ დარწმუნდი, რომ მას ჭკვიანურად იყენებ.“

„დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მათ განხორციელებას შორის.“

„თუ არ გსურს გარისკო რაღაც უჩვეულო, მაშინ მოგიწევს დაკმაყოფილდე ჩვეულებრივით.“

„მოტივაცია არის ის, რაც გაწყებინებს, ჩვევა კი ის, რაც საქმეს ბოლომდე მიგაყვანინებს.“

„ისწავლე როგორ იყო ბედნიერი იმით, რაც გაქვს, ვიდრე მიიღებ იმას რაც გინდა.“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment