fbpx

„ცხადმა გონებამ ზუსტად იცის რა ნაბიჯები გადადგას… ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი სიმშვიდეა“

ავტორი ჟოლო
1.2K ნახვა

ჩვენს გონებაში ძალიან ბევრი ფიქრი ხმაურობს, ქაოტურად ერთმანეთში ირევა, ხან წარსულში გადაგვიყვანს, ხან მომავალში, მერე ისევ წარსულში, შემდეგ ისევ მომავალში, სადაც წარსულიდან გამომდინარე მომავლის ინტერპრეტაციას ვიწყებთ. ეს ფიქრები ენერგიას გვართმევს და სანამ გონებაში ფიქრებით ალტერნატიული რეალობის შექმნით ვართ დაკავებულები, ყველაზე მთავარი, ნამდვილი რეალობა ყურადღების მიღმა გვრჩება, რომელიც ბევრად უფრო კეთილი და მარტივია ვიდრე ჩვენს ფიქრებში შექმნილი წარმოდგენა ჩვენი რეალობის და ცხოვრების მიმართ.

ამ ხმაურიანი ფიქრების მიღმა, არის ერთი მშვიდი და წყნარი ადგილი, რომელსაც ჩვენი სულის სახლს დავარქმევდი, იქ სიმშვიდე, ჰარმონია სუფევს. როდესაც მას ვუერთდებით ჩვენში შინაგანი სიმშვიდე ისადგურებს, სიცხადე ჩნდება და ყველაფერი თავის ადგილას დგება.

ამ მდგომარეობაში ყველა პასუხის მიღება, ყველანაირი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეგვიძლია

ყოველ ჯერზე, როდესაც სტრესში ვართ და ჩვენს ცხოვრებაში პრობლემებია, ასეთი შინაგანი მდგომარეობით გამოსავლის ძებნა უშედეგოა, რადგან გონება დაბნეული, შეშინებული და დაბინდულია.
საკმარისია საკუთარ თავს ვკითხოთ, ვინ ვიქნებოდით ამ სიტუაციაში, იგივე რეალობაში იმ ფიქრების და წარმოდგენების გარეშე, რისიც გვჯერა, რომ საკუთარ თავს ვუერთდებით და ჩვენში შინაგანი სიმშვიდე, ამ ფიქრების და წარმოდგენების მიღმა არსებული შინაგანი სიმშვიდე შემოდის, გონება იწმინდება და გზაც ჩნდება

როგორც ბაირონ ქეითი ამბობს, ცხადმა გონებამ ზუსტად იცის რა ნაბიჯები გადადგას, რა წერილები გაგზავნოს, რა ზარები განახორციელოს, ვის დაუკავშირდეს, რა მიმართულებით წავიდეს

გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს,  შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებელი შინაგანი ძალა თითოეულ ჩვენგანშია

სიყვარულით, თინი ბასილაია

ბაირონ ქეითი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment