fbpx

თუ გსურთ გადაწყვეტილების მიღების პროცესმა არ დაგღალოთ

ავტორი Ann
699 ნახვა

დღის განმავლობაში ადამიანებს საკმაოდ დიდი რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება უწევთ, რაც გადაღლილობას იწვევს და პროდუქტიულობაც იკლებს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესმა არ დაგვღალოს?!

მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ადრე – როგორც კი გაიღვიძებთ და ოდნავ გამოფხიზლდებით, მაშინვე დაფიქრდით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე და მიიღეთ გადაწყვეტილება დილითვე.

არ მიიღოთ გადაწყვეტილება მშიერმა – აუცილებლად მიირთვით საკვები, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ მშიერი ადამიანი გაღიზიანებულია და ძალიან რთული იქნება პოზიტიური და სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება.

მართეთ თქვენი ნებისყოფა – შეუძლებელია ნებისყოფა ყოველთვის შეინარჩუნოთ, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს ამას, უბრალოდ ისწავლეთ როგორ მართოთ ის.

თუ განწყობა არ გაქვთ, გადადეთ – ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ განწყობა არ გაქვთ, რადგან დიდი ალბათობით ეს გადაწყვეტილება საუკეთესო არ იქნება.

დაისვენეთ – ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ერთხელ CNN-ის ეთერში განაცხადა: „ჩემს გრძელ პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე მეტი შეცდომა დავუშვი მაშინ, როდესაც ძალიან გადაღლილი ვიყავი მუშაობისგან“.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment