fbpx

ვაჟი, რომელმაც იცის ქალის პატივისცემა – რჩევები მშობლებს

ავტორი Ann
80 ნახვა

ვაჟების მშობლებს შეუძლიათ შეცვალონ გარემო. დიახ, თუ თქვენ სწორად აღზრდით თქვენს შვილებს, ასწავლით ქალის პატივისცემას სამყარო გაცილებით უკეთესი გახდება. დღესდღეობით მამაკაცებს აღარ აქვთ იმის შეგრძნება, რომ არსებობს სუსტი სქესი, რომელთანაც განსხვავებული მოქცევაა საჭირო, სწორედ ამიტომ ბავშვებს ხშირად უწევთ ქალებზე ძალადობის ფაქტების ნახვა. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ბოროტებას შემაკავებელი ფაქტორი აღარ აქვს.

 

რა არის საჭირო იმისთვის, რომ აღვზარდოთ ვაჟი, რომელიც ქალს პატივისცემით მოეპყრობა:

 

მოთმინება – იყავით მომთმენი და ნუ გაუბრაზდებით ყველა წვრილმანზე, მიეცით საშუალება გააკეთონ აღმოჩენები. ნუ ასწავლით, რომ უნდა იყოს უგრძნობი, არ გამოხატოს ემოციები, რადგან „ეს მამაკაცურია“. თუ ის თავად არ შეიგრძნობს რა არის ემოცია, სიყვარული, მაშინ სხვის გრძნობებსაც ვერ სცემს პატივს.

 

სრული გულწრფელობა – თუ თქვენი შვილი მიხვდება, რომ არსებობს თემები, რომლებზეც თქვენთან საუბარი არ შეუძლია, რადგან შეიძლება დაისაჯოს ან შენიშვნა მიიღოს, მაშინ ის აუცილებლად შეეცდება თქვენგან ფარულად გააკეთოს ეს. თუ მას შეეძლება თქვენგან პასუხის მიღება ყველა კითხვაზე, ეცოდინება რა არის სწორი და რა არასწორი, რისი გაკეთება შეუძლია და რისი არა.

 

პატივისცემა – ასწავლეთ თქვენს ვაჟს, რომ ის იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ თავადაც უნდა სცემდეს პატივს სხვებს. სხვათაშორის სწორედ თვითპატივისცემა გამოხატავს ყველაზე კარგად იმას, რამდენად სცემს ადამიანი პატივს სხვებს. აჩვენეთ მაგალითი თქვენს შვილს, მოექეცით სხვებს ისე, როგორც გსურთ ისინი გექცეოდნენ და ბავშვი მიხვდება, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემას.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment