fbpx

ჩახუტება სასარგებლოა

ავტორი ჟოლო
73 ნახვა

XX საუკუნის 70-იან წლებში მეცნიერებმა დაიწყეს კვლევა ქიმიური ნივთიერების — ენდორფინისა, რომელიც აღმოჩენილი იყო ადამიანის ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაში.

ენდორფინი — ეს მორფინის მსგავსი ნივთიერებაა, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს და იწვევს ეიფორიის შეგრძნებას. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩახუტების დროს მატულობს ამ ნატურალური ნარკოტიკის გამოყოფა ტვინსა და ნევრულ სისტემაში.

ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე ადამიანებს ფიზიკური სიახლოვის დეფიციტი აქვთ არსებობს ტვინში ისეთი ზონა, რომელიც აქტიურად მუშაობს ადამიანის კანზე შეხების შედეგად.

თუ ბავშვს არასაკმარისად ჩაიხუტებენ, მის ტვინში ამ ნაწილის ატროფირება ხდება და ქვეითდება მისი იმუნური სისტემა. ჩახუტება ადრეული ასაკიდანვე სიყვაულის უნარს უყალიბებს ადამიანს. ბავშვებს, რომლებსაც 7 წლამდე ჩახუტების გარეშე ზრდიან, საშიშროება ექმნებათ ვერასოდეს შეძლონ სხვისი შეყვარება. მათგან, როგორც წესი, იზრდებიან ფსიქოპატები და სოციოპათები, ანუ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან საზოგადოებასთან და მიდრეკილნი არიან ანტისოციალური ქცევების. ასეთი ადამიანები პათოლოგიურად ცხოვრების უუნაროებად გვევლინებიან.

კიდევ უფრო ღრმა კვლევებმა ცხადყო გასაოცარი აღმოჩენა: საზოგადოება, სადაც ადამიანები ნაკლებად ეხუტებიან ერთმანეთს, ხდებიან უფრო აგრესიულები. ნეიროფსიქოლოგებისაგან ჩატარებული კვლელებით, რომელსაც ჯეიმს უილიამ პრისკოტი ხელმძღვანელობდა, გამოითქვა საკმაოდ სასტიკი და უამრავი ფაქტებით დასაბუთებული მოსაზრება: ძალიან დიდია საშიშოებაა იმისა, რომ მკვლელად ჩამოყალიბდეს ისეთი ბავშვი, რომელიც ხელში არ სჭერიათ, მზრუნველობითა და სიყვარულით არ ზრდიდნენ. ნუ დაიშურებთ ჩახუტებას — აღზარდეთ ბავშები სითბოსა და სიყვარულში. ამით მათ მომავალს ნათელსა და პოზიტიურს გახდით და თქვენც დადებით ენერგიას მიიღებთ. ეს კი იმ სიკეთეთა ნუსხაა, რასაც თბილი და უანგარო ჩახუტება იძლევა.

ჩახუტებას სიხარული მოაქვს და გვეხმარება როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. ჩახუტება იმუნურ სისტემას აძლიერებს; არეგულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას; აწესრიგებს ძილს; მატებს ძალასა და ენერგიას; აახალგაზრდავებს; ხსნის დაძაბულობას; აუმჯობესებს ოქსიტოოცინის რაოდენობას (ჰორმონის, რომელიც ხსნის დეპრესიას) და ამცირებს არტერიულ წნევას, აქედან გამომდინარე, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს;

აუმჯობესებს გემოგლობინის დონეს, რომელიც ამაგრებს მთელს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს და აჩქარებს სწრაფად გამოჯანმრთელებას დაავადებათაგან; აძლიერებს თვითშეფასებას; გვმუხტავს დადებითი ემოციებით; აღმოფხვრის ჩვენგან შინაგან შიშებს, დეპრესიას, მარტოობას;

ძველ აღმოსავლურ მწერლობაში საყვარელ ადამიანთან ჩახუტება ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს ქმედებად არის აღწერილი, რომელსაც სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს; რომლის დროსაც ხდება მამაკაცისა და ქალი ენერგიების გაცვლა; რომ, ყველა არსება ჩვენს გარშემო ჩვენგან მოელის სითბოს, სიკეთეს და ჩვენ ვალდებულნი ვართ ის გავცეთ, რათა სანაცვლოდ სასიცოცხლო ენერგია მივიღოთ.

გირჩევთ, იპოვოთ ადამიანი, მიეკრათ მას და რამდენიმე წამს შეწყვიტეთ ფიქრი იმ საფიქრალზე, რითაც ჩვეულებრივ შემთხვევებში ხართ დაკავებული. მიიღეთ მისი სამყაროს ნაწილი, აჩუქეთ მას თქვენი პოზიტიური მუხტი, სიმშვიდე და გვერწმუნეთ, თქვენ დიდხანს ვერ დაივიწყებთ შეგრძნებას საერთო სითბოსა და კოსმიურ სიკეთეს.    

 

 წყარო;perla.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment