
BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე
მზია რაზმაძე
ფიზიკოსი,
ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი.
თსუ უნივერსიტეტის ლექტორი 20 წლიანი სტაჟით
სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი.
ამჟამად გამომცემლობა წიგნი+ერის დირექტორი.
– ქ-ნო მზია, როდის დააფუძნეთ გამომცემლობა „წიგნიერი“ და რა სახის ლიტერატურა იბეჭდება თქვენთან ?
– “წიგნიერი” 2012 წელს ჩემმა შვილმა დააფუძნა და მე დაარსების დღიდანვე ვხელმძღვანელობ მას. ამ ხნის განმავლობაში არაერთი წიგნი ვთარგმნეთ და გამოვეცით ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის თემატიკით.
ეს ის საგანმანათლებლო ლიტერატურაა, რომელსაც, სამწუხაროდ, სკოლაში ვერ ისწავლი, მაგრამ ძალიან საინტერესოა და საჭირო. ჩვენი მიზანია ჩვენი წიგნებით ხელი შევუწყოთ საზოგადოების პიროვნულ ზრდასა და განვითარებას.
„წიგნიერი“ გამოსცემს: სამეცნიერო, პოპულარულ, ენციკლოპედიურ და საბავშვო წიგნებსაც. ასევე ვეხმარებით დებიუტანტ მწერლებს თვითრეალიზებაში.
ჩვენ ვთარგმნით ქართულიდან ინგლისურ ენაზეც, რითაც პოპულარიზაციას ვუწევთ ქართულ ლიტერატურასა და კულტურას. ვმონაწილეობთ წიგნის ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში.

– რას ნიშნავს თქვენთვის გამომცემლობა?
– ეს არის ადამიანების, საქმისა და სამყაროს უზარმაზარი სიყვარული. ეს ენერგიაა, რომელიც მინდა ყველა ადამიანის გულამდე მივიდეს.
გამომცემლობა ჩემთვის არის შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინო ხმა და გავუზიარო ის ცოდნა, რომელიც ჩემთვის გახდა ხელმისაწვდომი. ჩვენი წიგნებით მკითხველი დიდ ცოდნას ეზიარება.
მსურს, ჩვენი წიგნები სამაგიდო წიგნებად იქცნენ.
მე თუ შინაგანად შემოქმედებით სიმაღლეზე არ ვიმყოფები, სხვისთვის ვერაფერს შევქმნი. ამიტომ ჯერ თავად მივილტვი სრულყოფილებისკენ. სხვანაირად არ გამოვა.
ვესწრები არაერთ სემინარს, ვებინარს, ვიღებ ინდივიდუალურ ქოუჩინგებს, გავიარე 18 თვიანი ევროგაერთიანების პროექტით კურსი „მასწავლებელთა მომზადება“, რამაც უდიდესი ინსტრუმენტი მომცა სწავლების მეთოდების სახით და დამარწმუნა ფსიქოლოგიის ცოდნის დიდ როლზე ადამიანთა ცხოვრებაში.
საქართველოში მოქმედმა შვეიცარიულმა ორგანიზაციამ BPN Georgia -მ განვითარების ახალ ეტაპზე გადაგვიყვანა.
– მეც BPN Georgia -ში აღმოგაჩინეთ
– დიახ, BPN Georgia -ს დახმარებით ბევრმა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. მათ შესახებ ინტერნეტიდან შევიტყვე და მივხვდი იმას, რომ იმ კითხვებზე მივიღებდი პასუხებს რაც ბიზნესთან დაკავშირებით მქონდა დაგროვილი.

ასეც მოხდა.
შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, უკვე 7 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ და BPN Georgia მუდამ ახერხებს ჩვენს სასიამოვნოდ გაოცებასა და აღტაცებას, არამარტო პროფესიონალიზმით, საუკეთესო პიროვნული თვისებებითაც.
ბედნიერი ვარ მათთან ურთიერთობით, ერთი დიდი ოჯახივით ვართ.
მათი დახმარებით არაერთი თამამი ნაბიჯი გადავდგით. რომ არა BPN Georgia არ გვეყოფოდა თვითრწმენა, პრობლემების გამკლავების კომპეტენცია და ახალი იდეებისკენ გზის გაკვალვა წარმოუდგენელი იქნებოდა.
– ქალბატონო მზია, როგორც ვიცი BPN Georgia -ს პროგრამის ერთ – ერთი პირველი მონაწილე ხართ
– დიახ… და სიყვარულით BPN Georgia -ს დედასაც მეძახიან. პირველივე დღიდან მათთან ვარ. მათი კრიტიკული კითხვების დახმარებით ბევრი რამ დავინახე და გავაცნობიერე. ბევრი გონივრული რჩევა მივიღე და თავიდან ავიცილე მცდარი გადაწყვეტილებები. ამიტომაც ჩემს გარემოცვაში თუ ვინმეს პრობლემა ექმნება ბიზნესში, „აბი გლუკოზასავით“ ყველას BPN Georgia – ს ვურჩევ.
ვისაც ბიზნესის დაწყება ან საკუთარი საქმიანობის განვითარებაში ხელშეწყობა სურს, ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, აუცილებლად დაუკავშირდეს მათ.

BPN Georgia და მისი გუნდი დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის.
ახლა ერთი ისტორია მახსენდება და აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ.
ერთმა მეცნიერმა სტუდენტებს ბუშტები დაურიგა და სთხოვა, თითოეულს თავისი სახელი დაეწერა ბუშტზე და აუდიტორიაში გაეშვა.
შემდეგ კი უთხრა, 5 წუთის განმავლობაში მოეძებნათ ის ბუშტი, რომელსაც მათი სახელი ეწერა.
სტუდენტებს ძალიან გაუჭირდათ შესაბამისი ბუშტის მოძებნა. მერე კი მეცნიერმა დავალება ასე შეცვალა – მათ უნდა აეღოთ ნებისმიერი ბუშტი, ხმამაღლა წაეკითხათ სახელი, მიეტანათ ადრესატისთვის და ერთმანეთს ასე დახმარებოდნენ. ძალიან მალე ყველას თავისი ბუშტი ეჭირა ხელში.
აქედან დასკვნა: ერთმანეთის დახმარებით და გვერდში დგომით უფრო ადრე მივაღწევთ საწადელს, ვიდრე მაშინ, თუ მარტო ვიქნებით ბედნიერებისა და წარმატების ძიებაში.
აი, სწორედ ამას აკეთებს BPN Georgia , გვერდში გიდგას, გასწავლის, გეხმარება, გაბედნიერებს და გაძლევს საშუალებას სხვაც გააბედნიერო.
გამომცემლობა “წიგნიერი” • “Tsignieri” Publishing
თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia -ს პროგრამის მონაწილე,
დარეკეთ: 📞 599 87 93 41