fbpx

7 რამ, რაც ბიჭის დედამ უნდა იცოდეს

ავტორი ჟოლო
103 ნახვა

როგორ აღზარდოს დედამ გოგონა, მან ასე თუ ისე იცის. მაგრამ ბიჭის შემთხვევაში როგორ მოიქცეს? გოგონები და ბიჭები რომ აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამას დედები ბავშვის დაბადებიდან მეორე წელს ხვდებიან. მანამდე ყველა პატარა ერთნაირად იქცევა. როდესაც თქვენი ბიჭი წამოიზრდება, დაიწყება სწრაფვა მანქანებისადმი, სხვადასხვა რკინეულობისადმი, დაშლა, გატეხვა, გადაგდება, ხმაური, არეულობა და ჭიდაობა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. საკუთარ გამოცდილებას ამერიკელი ბლოგერი და 4 ბიჭის დედა რიტა ტემლტონი გვიზიარებს. 

გადავხედოთ უსაფრთხოების სტანდარტებს
ბიჭები ყოველთვის სადღაც ძვრებიან, საიდანღაც ვარდებიან, რაღაცას ტეხავენ და ამას ბოლო არ უჩანს. იზრუნეთ თქვენი გმირის უსაფრთხოებაზე. ეცადეთ სახლში ყველაფერი ისე მოაწყოთ, რომ თავგადასავლების პატარა მოყვარულმა რამე არ დაიზიანოს. როცა წამოიზრდება, ველოსიპედის, სკეიტბორდის შეძენისას იყიდეთ თავსაბურავი და სამუხლეები. 

მზად იყავით ისტერიკისათვის
მითია ის, რომ ცრემლები და ისტერიკა გოგოს პრეროგატივაა. ბიჭები ამას აკეთებენ არანაკლებ რეგულარულად და უფრო ხმამაღლაც, ვიდრე გოგონები. 

შეეგუეთ არეულობას
თუ რაღაც სასწაულით მიაღწიეთ იმას, რომ თქვენმა ბიჭუნამ შეაგროვა სათამაშოები და ყუთში ჩაყარა, ესე იგი ის მზადაა დასვაროს სარკე კბილის პასტით ან მაცივარში შეინახოს თავისი წინდები. თქვენ შეგიძლიათ ხმის ჩახლეჩვამდე უყვიროთ, აუხსნათ, ეჩხუბოთ და ემუდაროთ, რათა მიაჩვიოთ წესრიგს. დამტკიცებულია: არეულობა სახლში – მამაკაცების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია.

მოამზადეთ ბევრი და ნაირ-ნაირი საჭმელი
თუ თქვენი ბიჭუნა ცუდი მჭამელია, ნუ იღელვებთ – ეს გაივლის. კიდევ მოგენატრებათ დრო, როდესაც მთელი დღე დასდევდით თეფშით ხელში თითო კოვზის შესაჭმელად. დადგება დრო, როდესაც თქვენს ბიჭს 24 საათის განმავლობაში ეშიება, თქვენი მაცივარი კი გამოცარიელდება ფანტასტიკური სისწრაფით. 

შეინარჩუნეთ სიმშვიდე
რაც შეეხება ტანსაცმელს, ბიჭებს ყველაფერი უფრო მარტივად აქვთ, ვიდრე გოგონებს. თუ სახლიდან გასვლისას ისინი ასე თუ ისე იცვამენ, სახლში ძნელად გამოგივათ, აიძულოთ ჩაიცვას ტრუსებზე მეტი. ამ სამოსით მამაკაცები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს როგორც კომპიუტერთან ჯდომისას, ასევე სასადილო მაგიდასთან. 

იყავით მზად საპირფარეშოსთან დაკავშირებული სიძნელეებისთვის 
მომავალ კაცებს საპირფარეშოს სისუფთავესთან დაკავშირებით სხვა წარმოდგენები აქვთ. აღარ ვსაუბრობთ ღამის ქოთანთან მიჩვევაზე, უნიტაზის დასაჯდომის აწევა-ჩამოწევაზე, პირადი ჰიგიენის დაცვაზე, ქვედა საცვლების ყოველდღიური გამოცვლაზე. ჯობს, პატარაობიდანვე მივაჩვიოთ წესრიგს, თორემ ცუდ მანერებს დიდ ასაკში ვეღარ მოვერევით. 

წყლის პროცედურების შეყვარება
ყველა ბავშვს უყვარს სააბაზანოში ჭყუმპალაობა, მაგრამ ბიჭების აბაზანაში საათობრივ ყოფნას, მოჰყვება დედის საათობრივი დალაგება აბაზანაში. მოუწოდო ბიჭს წესრიგისაკენ, საკმაოდ რთულია, მაშინაც კი, როცა ის ცოტა წამოიზრდება. 

ყველა დედას აღზრდის სხვადასხვა მეთოდი აქვს. იქნებ თქვენ ხართ ის დედა, რომელიც დაანგრევს სტერეოტიპებს და მოწესრიგებულ, მავნე ჩვევებისგან თავისუფალ კაცს გაზრდის. ჩვენ ვბრაზდებით ჩვენს ბიჭებზე – და გვიყვარს ისინი. ყველა ეს წვრილმანი პრობლემები ვერ შეედრება იმ სიამაყის გრძნობას, რომელსაც დედა განიცდის, როდესაც უყურებს თავის ძლიერ და მამაკაცური თვისებებით შემკულ შვილს მაშინაც კი, თუ ის ჯერ მხოლოდ 5 წლისაა.

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment