fbpx

ყველა ადამიანს ინდივიდუალური ფობია ანუ შიში აქვს – რა არის ფობია?!

ავტორი ჟოლო
501 ნახვა

ფობიები უძველესი დროიდან არის ცნობილი. თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით ის აღმოცენდება არაფრისგან, ცარიელ ადგილას, ყოველგვარი ნებისა და ხილული მიზეზის გარეშე.  ფობიას დამოუკიდებელ დაავადებად განიხილავენ.

 

ეს დაავადება არ იწვევს პიროვნების შეცვლას, უფრო მეტიც, ფობიით დაავადებულებს ფსიქიკური მოშლილობის სხვა სახეები არ აღენიშნებათ. შეინიშნება ფობიის მემკვიდრეობითი ტენდენცია: თუ ერთ-ერთ მშობელს რაიმე სახის ფობია აღენიშნა, არებობს ალბათობა,რომ ის შვილსაც დაემართოს. მეცნიერების აზრით, ფობიის მიზეზები შუა ყურის პათოლოგიაში უნდა ვეძებოთ. ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფრედერიკმა ფობიას „ჭკვიანი ადამიანის სისულელეები“ უწოდა. ეს იმიტომ, რომ ფობიები ძირითადად ინტელექტუალურ პირებს აღენიშნებათ. რაც შეეხება მკურნალობას, ფობიის მკურნალობა საკმაოდ რთულია. სხვადასხვა სპეციალისტები სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ. ფსიქიატრები მედიკამენტური მკურნალობისკენ იხრებიან, რომელიც არაუმეტეს 2 კვირას გრძელდება. საკუთარ შიშებს შეიძლება თვითჰიპნოზის საშუალებითაც კი ებრძოლოთ.

 

ამერიკული საკონსულტაციო პორტალის CTRN სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს თანამედროვე მსოფლიოს ფობიების ჩამონათვალი. გამოირკვა, რომ ირაციონალური შიშის ტოპ სია მოიცავს 100-მდე პოზიციას. სპეციალისტების აზრით, ფობიების ასეთი დიდი რაოდენობა განპირობებულია იმით, რომ ადამიანი დაპროგრამებულია შიშზე გარკვეული არსებების, მოქმედებების ან ბუნებრივი მოვლენების მიმართ. მონაცემთა მიხედვით დედამიწაზე ფობიებით 10 მილიონამდე ადამიანი იტანჯება.

 

ექიმები ფობიას უწოდებენ მუდმივ, ძლიერ ან ირაციონალურ შიშს ცხოველის, ობიექტის, ადგილის ან სიტუაციის მიმართ, რაც სხვა ადამიანებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

 

ფობიები ზოგჯერ სერიოზულ უსიამოვნებას აყენებს ადამიანს, ზოგჯერ კი კურიოზებამდეც მიდის. ფობიის მარტივი შემთხვევები დაკავშირებულია კონკრეტული სპეციფიკური ობიექტებს, სიტუაციას ან მოქმედებებთან. ყველაზე გავრცელებული მაგალითებია მწერები, ვირთხები, მიკრობები, ჩაკეტილი სივრცე, სიმაღლე ან გადაფრენები.

 

რთული ფობიები როგორიცაა აგორაფობია ან კლაუსტროფობია შესაძლოა დაკავშირებული იყოს დამატებით შიშებთან.

 

როგორც ექიმები ვარაუდობენ შიშების უმრავლესობა ბავშვობიდან იღებს სათავეს. თუმცა ზოგიერთი შიში შეიძლება გაჩნდეს მოზრდილობის და ზრდასრულ ასაკშიც, როგორც რეაქცია შოკით გამოწვეულ არასტანდარტულ, კრიტიკულ სიტუაციაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ საგნების და სიტუაციების შიში, ძალიან გაუმართლა. რადგან ადამიანებს, ვისაც აქვს მაგ. აგორაფობია ან ღია სივრცის შიში უჭირთ საკუთარი თავის რეალიზება სპეციალისტის დახმარების გარეშე. ადამიანების უმრავლესობა მალავს თავის ფობიას, ამიტომ ფობიებით შეპყრობილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

 

ბრიტანეთის ფობიების ეროვნული საზოგადოების პროფესორის რობერტო ედელმანის აზრით მეტად უცნაური და მცდარი იქნებოდა, რომ თითოეულ ჩვენგანს არ გვქონდეს რაღაც ფობია.

 

ჩვენი ისტორიული წინაპრებიდან გამომდინარე სიბნელის შიში ადეკვატურია, რადგან მათ ეშინოდათ სიბნელეში თავდასხმის, ასევე ირგვლივ მოთარეშე გარეული ცხოველების.

 

შიში ყველა ადამიანს აქვს, არ არსებობს ადამიანი რომელიც შიშის გარეშე ცხოვრობს, შესაძლებელია არ გეშინია სიბნელის, მონსტრების, სიმაღლის და ა.შ, მაგრამ გეშინოდეს პატარა მწერის, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, აქედან გამომდინარე ყველა ადამიანს ინდივიდუალური ფობია ანუ შიში აქვს…

 

ფობიები დიდ ჯგუფად იყოფა: შიში სიტუაციების, საგნების , მდგომარეობის, დაავადების, ცხოველთა სამყაროს მიმართ, ადამიანების, მოქმედების , სხეულისა და მისი ნაწილების, აბსტრაქტული საგნების , ფერების, ციფრების, ადგილების მიმართ  –

 

სიტუაციების შიში: 

 

როდესაც ვიღაცა დაკვირვებით გათვალიერებს- სკოფტოფობია

 

შეხების – აფენფოსმოფობია

 

უბედური შემთხვევის- დისტიქიფობია

 

რადიაციის – რადიოფობია

 

ფსიქიკური ან მორალური სასჯელის – რაბდოფობია

 

კრიტიკის – ენისსოფობია

 

დახრჩობის- ანგინოფობია

 

სადილის და სადილის დროს ლაპარაკის – დეიპნოფობია

 

ცოლის მოყვანის – გამოფობია

 

მარტოობის შიში – იზოლოფობია

 

კარგი ამბის გაგების – ევპოფობია

 

საგნების შიში:

ალკოჰოლის – მეტილოფობია

 

მტვრის შიში – ამატოფობია

 

ფეკალიების – კოპროფობია

 

საჭმლის – ციბოფობია

 

ნივრის – ალლიუმოფობია

 

ხორცის- კარნოფობია

 

ოქროს- აუროფობია

 

მდგომარეობების შიში:

 

ტკივილის- ალგინოფობია

 

გულის რევის- დინოფობია

 

გულის წასვლის ან სისუსტის- ასტენოფობია

 

დაღლის- კოპოფობია

 

დაბერების შიში- გერონტოფობია

 

სიზმრების- ონეიროფობია

 

დამარცხების- კაკორრაფიოფობია

 

დამოკიდებულობის- სოტერიოფობია

 

თავისუფლების- ელევტეროფობია

 

მხიარულობის- ჰეროფობია

 

ეჭვიანობის- ზელოფობია

 

სიყვარულის- ეროტოფობია

 

მოგონებების- მნემოფობია

 

სიხარულის- გედონოფობია

 

დაავადებების შიში: 

  

სკლეროზის- ამნეზიოფობია

 

სიბრმავის- სკოტომაფობია

 

ტვინის დაავადებების- მენინგიტოფობია

 

კიბოს- კანცეროფობია

 

ინფარქტის- კარდეოფობია

 

ქოლერის- ქოროფობია

 

დიაბეტის- დიაბეტოფობია

 

ტილების- ფტირიოფობია

 

მოწამვლის- ტოქსიკოფობია

 

ფობიების- ფობიოფობია

 

შოკის- გორმეფობია

 

სიფილისის- ლუიფობია

 

ტუბერკულოზი- ფტიზიოფობია

 

ცხოველთა სამყაროს შიში: 

  

ცხოველების- ზოოფობია

 

ველური ცხოველების- აგრიზოოფობია

 

ჭიანჭველების- მირმეკოფობია

 

ფრინველების- არნიტოფობია

 

კამეჩების- ტაუროფობია

 

კატების-აკლიუროფობია

 

ქათმების- ალექტოროფობია

 

ძაღლების- კინოფობია

 

თაგვების- მუზოფობია

 

ვირთხების- ზემიფობია

 

ზვიგენების- სელახოროფობია

 

ბაქტერიების და მიკრობების- ვერმინოფობია

 

პარაზიტების- პარაზიტოფობია

 

გველების- ოფიდიოფობია

~

იობობების- არაქნეფობია

 

სხვა საგნების შიში: 

  

<p>ასიმეტრიული საგნების- ასემეტროფობია

 

პატარა საგნების- მიკროფობია

 

დიდი საგნების- მეგალოფობია

 

ავტომობილების- მოტოროფობია

 

ველოსიპედების- ციკლოფობია

 

წიგნების- ბიბლიოფობია

 

საათების- ხრონომეტროფობია

 

კომპიუტერების- კიბერფობია

 

ჯვრების- სტაუროფობია

 

თოჯინების- პედიოფობია

 

ახალი წამლებოს- ნეოფარმოფობია

 

ფლეიტის- აულოფობია

 

ცეცხლსასროლი იარაღის- გოპლოფობია

 

ქაღალდის- პაპიროფობია

 

ბრიტვის- ქსიროფობია

 

ტელეფონების- ტელეფონოფობია

 

ადამიანების შიში: 

  

საერთოდ ადამიანების- ანტროპოფობია

 

საზოგადოების- სოციოფობია

 

მელოტების- პელადოფობია

 

ქვერიანების- პოგონოფობია

 

ლამაზი ქალების- კალიგინეფობია

 

მახინჯების- ტერატოფობია

 

ღარიბების- გობოფობია

 

ქურდების- სცელეროფობია

 

ბავშვების- პედოფობია

 

ქალიშვილების- პარტენოფობია

 

ჩინელების- სენოფობია

 

კლოუნების- კოულროფობია

 

დანტისტების- დენტოფობია

 

უცხოელების- ქსენოფობია

 

ინგლისელების- ანგლოფობია

 

ფრანგების- ფრანკოფობია

 

ჰომოსექსუალების- გომოფობია

 

მამაკაცების- ანდროფობია

 

იაპონელების- იაპონოფობია

 

მღვდელების- იეროფობია

 

მეძავების- კიპრიდოფობია

 

მოზარდების- ეფებიფობია

 

მოქმედებების შიში: 

  

ცურვის- აბლუტოფობია

 

მანქანის ტარების- ამაკსოფობია

 

გადასვლის(სადმე სხვაგან,ან სხვა ქალაქში,ქვეყანაში)- ტროპოფობია

 

ჩაცმის- ვესტიფობია

 

საჭმლის მზადების- მაგეიროკოფობია

 

ცეკვის- ქოროფობია

 

გადაწყვეტილების მიღების- დეციდოფობია

 

განკურნების- ფარმაკოფობია

 

სმის- დიპსოფობია

 

ჭამის- ფაგოფობია

<p>

ფრენის- ავიაფობია

 

წრის- გრაფოფობია

 

კოცნის- ფილემაფობია

 

სწავლის- სოფოფობია

 

მოძრაობის- კინეტოფობია

 

საკუთარი აზრის გამოხატვის- დოკსოფობია

 

მოგზაურობის- გოდოფობია

 

სკოლაში სიარულის- დიდასკალეინოფობია

 

ლაპარაკის- ლალიოფობია

 

ძილის- სომნიოფობია

 

ფიქრის- ფრონემოფობია

 

ბანაობის- აბულტოფობია

 

ქალიშვილობის დაკარგვის- პრომეიზოდოფობია

 

გასუქების- ობეზოფობია

 

სახლში დაბრუნების- ნოსტოფობია

 

სხეულის და მისი ნაწილების შიში:

 

არამიმზიდველი საკუთარი სხეულის- დისმორფოფობია

 

სისხლის- გემოფობია

 

თვალების- ომეტაფობია

 

თმების- ჰაეტოფობია

 

ხელების- ჰიროფობია

 

სიშიშვლის- გიმფობია

 

კბილების- ოდონტოფობია

 

ნაოჭების- რიტიფობია

 

სიკვდილის- ტანატოფობია

 

სასაფლაოების- კოიმეტროფობია

 

გარდაცვლილების- ნეკროფობია

 

ცოცხლად დამარხვის- ტაფეფობია

 

აბსტრაქტული საგნების შიში: 

  

აზრების- იდეოფობია

 

განათლების- გნიზოფობია

 

სამოთხის- ურანოფობია

 

ჯოჯოხეთის- გადეფობია

 

მემკვიდრეობის- პატროიოფობია

 

უსასრულობის- აპეიროფობია

 

სამართლიანობის- დიკეფობია

 

მატერიალიზმის- გილეფობია

 

სულის- ფსიქოფობია

 

მითების და ზღაპრებოს- მითოფობია

 

მუსიკის- მელოფობია

 

სახელების- ნომატოფობია

 

ფილოსოფიის- ფილოსოფობია

 

პროგრესის- პროსოფობია

 

რელიგიის- თეოფობია

 

სიმბოლების- სიმბოლოფობია

 

სიტყვების- ლოგოფობია

 

გრძელი თმების- ჰიპოპპოტომომონსტროსესკვიპპედალიოფობია(ზუსტად ასე!!)

 

ეშმაკის- სატანოფობია

 

დემონების- დემონოფობია

<strong>

ფერების შიში:  

 

ფერების საერთოდ- ქრომოფობია

 

შავის- მელანოფობია

 

ყვითლის- ქსანტოფობია

 

წითლის- ერიტროფობია

 

თეთრის- ლეიკოფობია

 

ციფრების შიში:

 

საერთოდ ციფრების- ნუმეროფობია

 

ციფრი 8-ის- ოქტოფობია

 

რიცხვი 13-ის- ტრისკადეკაფობია

 

ადგილების შიში:

 

გარკვეული ადგილების- ტოპოფობია

 

საკუთარი სახლის- ეკოფობია

 

საკუთარი სახლის შემოგარენის- ეიკოფობია

 

საავადმყოფოების- ნოზოკომეფობია

 

ცარიელი ოთახების- ცენოფობია

 

ნანგრევების- ატეფობია

 

სკოლების- სკოლინოფობია

 

ქუჩების- აგიროფობია

 

ხალხმრავლობის- აგორაფობია

 

თეატრების- თეატროფობია

 

ტყეების- ნიქტოგილოფობია

 

ბნელი ადგილების- ლიგროფობია

 

ეკლესიების- ეკლეზიოფობია

 

ხიდების- გეფიროფობია

 

მაღალი შენობების- ბატოფობია.

 

       ავტორი: თათია ქვილითაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment